სასწრაფოდ: ხანძარი მკვლელობის დასაფარად — თემქაზე ბინაში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სასწრაფოდ: ხანძარი მკვლელობის დასაფარად - თემქაზე ბინაში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახება იყო ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში, უწყების ცნობით, იყო მცირე ხანძარი და დაკვამლიანება. უწყების ცნობით, მაშველებს ადგილზე გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

„ნიუპოსტს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ქალს სახლში თავს დაესხნენ, მოკლეს და მკვლელობის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს. ქალს თავის არეში ჭრილობა აღენინება. თუმცა, როგორც ნიუპოსტს განუცხადეს, ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, არის ჭრილობა შემთხვევით, დავარდნის შედეგად მიღებული, თუ ეს იყო ძალადობა.

ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა ბინა გაძარცვული. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

როგორც ნიუპოსტს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო