მკვლელობა არჩევნების დღეს – ქობულეთში 46 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს

მკვლელობა არჩევნების დღეს - ქობულეთში 46 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს

დღეს, 28 ნოემნერს, როცა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქობულეთში, 46 წლის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა ​სოფელ ჩაისუბანში მოხდა. მამაკაცი გზასთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. » Read more

8 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეა

რუსთავი 2″- ის ინფორმაციით, 8 წლის სასტიკ მკვლელობაში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.

ნებიერიძე გორში პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, საიდანაც მოხდა მისი დაკავება.

საცხოვრებელი სახის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. მოკლულის ახლობლების თქმით, ბრალდებულმა მსხვერპლი სავარაუდოდ სწორედ სარდაფში ჩაიყვანა და იქ მოკლა კიდეც.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტს მეზობლებმა უთხრეს, რომ დაკავებულის ტელეფონში სხვა მცირეწლოვანი ბავშვების სურატებიც აღმოჩნდა.

წყარო

ერთი ეგ ვიცი, რომ ბავშვმა თავი არ მოიკლა, განზრახ მოკლა ვიღაცამ – გარდაცვლილი 9 წლის გოგონას ბებია

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ბებია ამბობს, რომ ბავშვი თავს არ მოიკლავდა და ის განზრახ არის მოკლული.”ერთი ეგ ვიცი, რომ ბავშვმა თავი არ მოიკლა, განზრახ მოკლა ვიღაცამ. პოლიციამ ახლოს არ შემიშვა, შორიდან დავინახე ღობეში” – აცხადებს გოგონას ბებია

წყარო

ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს

 

ბათუმის მცხოვრები მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ოთხი წლის ბიჭის დედის განცხადებით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად მოუყვა და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა.

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ეტყობა, ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს რომ ვკითხე, დაასახელა მისი პედაგოგი. ასევე თქვა, რომ სახეში გაარტყა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა. სკოლის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და პრინციპში არც უარყო ფაქტი. ახსნა, რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგითო, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა სავარაუდოდ დაზიანებასო“, – განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

წყარო

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 1000 ლარი

ქუთაისში, სუპერმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარი.
მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს და 2-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეტას გულისხმობს.

წყარო

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა – იტალიური მედია

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა - იტალიური მედია

საქართველოს მოქალაქემ იტალიის ქალაქ ტრიესტეში მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა. იტალიური მედიის ცნობით 42 წლის ბ.გ-მ მაღაზიიიდან 330 ევროს ღირებულების ბავშვის ტანსაცმელი მოიპარა. » Read more

სექტემბრის ქუჩის სტილი

ცნობილი ქართველი დიზაინერი – ანუკი არეშიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის დედა გახდა, ამჟამად პარიზში იმყოფება და სოციალური ქსელების გამომწერებს აქტიურად უზიარებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ არაჩვეულებრივ კადრებს.

სტილი ინდივიდუალიზმის სარკეა, ამ სარკეში ჩახედვისას კი უმნიშვნელოვანესი ქვეტექსტების ამოკითხვაა შესაძლებელი. თავდაპირველად, რამ შეიძლება გვითხრას იმაზე მეტი ქუჩაში შემხვედრ ადამიანზე, ვიდრე სამოსი გვეუბნება?
ქუჩაში გამოსვლისას, ცნობილი ვარკსვლავები სადა და მინიმალისტურ

სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ზოგჯერ გამონაკლისს ვხვდებით, თუმცა ტენდენცია ”LESS IS MORE” ტენდენციად რჩება.

კაია გერბერი

ემა სტოუნი

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ზოგჯერ სიურპრიზები მისი ტენდენციებითა და სიახლეებით, გოგონები პატივს სცემენ მას და ცდილობენ ისწავლონ რაღაც სასარგებლო და შესაბამისი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ არა მხოლოდ ის, რომ ახლა არის ტენდენცია, არამედ ის, რომ უკვე უიმედოდ მოძველებულია.

AdMe.ru შეადგინა ჩამონათვალი რამ, რაც უკვე გვაქვს დრო, რომ მოგწყინდება და დაკარგოს მათი ყოფილი პოპულარობის ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თავიდან ასაცილებლად შეცდომები და კაბა კომფორტულად და სუფთა.

ზედმეტად bulky შარფები

 

ბიონსე

ბელა ჰადიდი

ითვლება, რომ მოცულობა შარფები, enveloping არა მხოლოდ კისრის, არამედ shoulders, მიიღოს გამოსახულება ძალიან კომფორტული. სინამდვილეში, ისინი უფრო დამახინჯებენ პროპორციებით. გამოსახულების ზედა ნაწილში ტანსაცმლის ამ ელემენტის გამო ძალიან მოცულობითი ხდება, განსაკუთრებით ვიწრო ჯინსების, კალთები და მინიატურული ფეხსაცმლით. თუ სითბო და კომფორტი გინდა, ეს უფრო ელეგანტური გზებია. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ამით მაღალი კისრის სვიტრი ან jacket იმავე ზომის და ქვეშ ჰალსტუხი პატარა თბილი scarf. ამ შემთხვევაში, ზედა და ქვედა თანაფარდობა ოპტიმალური დარჩება.

ჯიჯი ჯადიდი

 

ბლეიკ ლაივლი

კაილი ჯენერი

 

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა რომ ბელა ჰადიდი და The Weeknd-ის სასცენო სახელის მქონე მომღერალი -აბელი,  კვლავ ერთად არიან და ისინი გუშინ პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.

მოდელმა ამჯერად თავისუფალი სტილის სამოსი მოირგო.

როგორც ჩანს საყვარელი გოგონას სტილს The Weeknd-მაც შეუხამა ლუქი. მის ზედატანზე კი შემდეგი ფრაზა იკითხებოდა   – “I Died For You One Time, But Never Again“ („ერთ დროს შენ გამო ვკვდებოდი, მაგრამ ამას აღარ ვაპირებ“), რაც გულშემატკივრებმა კვლავ სელენა გომეზს დაუკავშირეს, რომელსაც გარკვეული პერიოდის მანძილზე მომღერალთან რომანი ჰქონდა.

წყვილი ერთად გასულ კვირაშიც დააფიქსირეს, როცა ცენტრალ პარკს ესტუმრნენ.

წყვილმა ფოტოები სასიამოვნო საღამოდან მოგვიანებითაც გააზიარა.


Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

მო­დის ინ­დუსტრი­ის ამე­რი­კუ­ლი გი­გან­ტი კომ­პა­ნია Michael Kors Holding Ltd მო­დის სახლ Versace-ს 2,12 მი­ლი­არდ დო­ლა­რად ყი­დუ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნია Michael Kors Holding Ltd-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან უკვე და­ა­დას­ტუ­რეს.

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, Michael Kors-მა ფეხ­საც­მლის ბრენ­დი Jimmy Choo 1,1 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და მას საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ამუ­შა­ვებს.

კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ Versace-სთან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­დის სახ­ლს Capri Holdings Limited და­ერ­ქმე­ვა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კაპ­რი იტა­ლი­უ­რი კუნ­ძუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­და­წყვი­ტეს.

Michael Kors-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ჯონს აი­დო­ლის შე­ფა­სე­ბით, “Versace 40 წელ­ზე მე­ტია გან­სა­კუთ­რე­ბულ ხაზს ქმნი­და მო­დის სამ­ყა­რო­ში და ის არ უნდა და­ი­კარ­გოს…”.

ვერ­სა­ჩეს ოჯა­ხის წევ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ კომ­პა­ნია Capri Holdings Limited-დან 150 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. ვერ­სა­ჩეს ოჯახს მო­დის სახ­ლი­დან 80% ეკუთ­ვნო­და, და­ნარ­ჩე­ნი 20%-ს კი სა­ინ­ვეს­ტი­ცო ფონ­დი Blackstone გა­ნა­გებ­და, რო­მელ­მაც Versace-ს 20%-იანი წილი 2014 წელს შე­ი­ძი­ნა. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად მას თა­ვის კუთ­ვნილს და­უბ­რუ­ნე­ბენ.

რად­გან მო­დის ინ­დუსტრი­ის ისეთ გი­განტზე ვსა­უბ­რობთ, რო­გო­რიც ჯანი ვერ­სა­ჩეა, მისი შექ­მნის ის­ტო­რი­ა­ზე შე­ჩე­რე­ბა ღირს – მო­დის სახ­ლი 1978 წელს და­არ­სდა და ის ერთი უბ­რა­ლო იტა­ლი­ე­ლი მკე­რა­ვის ნი­ჭის, ფან­ტა­ზი­ი­სა და რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გი და ხორ­ცშეს­ხმუ­ლი იდეა იყო. და­არ­სე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და.

ფო­ტო­ზე: ჯანი ვერ­სა­ჩე

1946 წელს იტა­ლი­ის ქა­ლაქ რი­ჯიო დი კა­ლაბ­რი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჯანი ვერ­სა­ჩე ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კო­სო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა დედა მკე­რა­ვი ჰყავ­და და შვი­ლიც მის გზას გაყ­ვა, რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლი მუზა იქ მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იყო. თა­ვა­დაც ამ­ბობ­და, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს დე­დას უმად­ლო­და.

18 წლი­სამ დე­დის ატე­ლი­ე­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. 6 წელი ახა­ლი მო­დე­ლე­ბის შექ­მნით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რაც შემ­დეგ მო­დის რე­ვო­ლუ­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­და…. დედა-შვი­ლი მო­დე­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. ვერ­სა­ჩეს მახ­ვილ თვალ­სა და თან­და­ყო­ლილ დახ­ვე­წილ გე­მოვ­ნე­ბას არც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­პარ­ვია..

მისი ნიჭი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა, ერთ დღეს სა­ხე­ლოს­ნოს ტე­ლე­ფონ­ზე შეძ­ლე­ბულ­მა მი­ლა­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­რე­კა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თან­ხის ჩა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა… ეს იყო 1973 წელი. იმ ზარ­მა ახალ­გაზ­რდა ვერ­სა­ჩეს ცხოვ­რე­ბა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

ფო­ტო­ზე: და-ძმა, ჯანი და დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩე­ე­ბი

1978 წელს, ძმას­თან, სან­ტოს­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ფირ­მა, სა­მო­დე­ლო სახ­ლი Gianni Versace და­ა­ფუძნა და იმა­ვე წელს, პირ­ვე­ლი სა­კო­ლექ­ციო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ანშლა­გით დას­რულ­და. სულ ცოტა ხან­ში, ეს იყო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მო­დის სამ­ყა­რო­ში ამინდს ქმნი­და…

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­მო­დე­ლო სახ­ლის ფი­ნან­სურ მხა­რეს, სა­შუ­ა­ლოდ მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 900 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში 160-ზე მეტი მა­ღა­ზია გახ­სნა და ტან­საც­მელ­თან ერ­თად, ბრენ­დულ აქ­სე­სუ­ა­რებს, ქამ­რებს, ჩან­თებს, სუ­ნა­მო­ებს, სა­ა­თებ­სა და სამ­კა­უ­ლებ­საც ქმნი­და…

1988 წელს ვერ­სა­ჩეს “მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­ზა­ი­ნე­რის” ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს… მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ალ­ბათ კი­დევ უამ­რავ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ახ­დენ­და და სი­ახ­ლეს და­ნერ­გავ­და, ალ­ბათ კი­დევ უამ­რავ სი­ლა­მა­ზეს შექ­მნი­და, თუმ­ცა 1997 წელს, მა­ი­ა­მი ბიჩ­ში სა­კუ­თარ ვი­ლას­თან ეს­რო­ლეს. მა­შინ ჯანი ვერ­სა­ჩე 50 წლის იყო… მკვლელ­მა სი­ცო­ცხლე იქვე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. არა­ერ­თი ვერ­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.

ამის შემ­დეგ, სა­მო­დე­ლო სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მის­მა დამ დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩემ იკის­რა. ის მსოფ­ლი­ო­ში ძვე­ლი ბრენ­დის ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. მო­დის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინერ­ცი­ით გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა მო­დის სამ­ყა­რო­ში ამინდს ცხა­დია ვერ ქმნის. რო­გორც ჩანს, არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მისი გა­ყიდ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა.

French It girl – Jeanne Damas

ჟან დამა (Jeanne Damas) ფრანგი It Girl – ია, რომელიც უკვე მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი და გამორჩეული თავისი დახვეწილი სტილითა და ფრანგული აქცენტით.

ინსტაგრამის ფრანგი ვარსკვლავის სახის კანი და თმა ყოველთვის ბუნებრივად და ბრწყინვალედ გამოიყურება, მისი მინიმალური მაკიაჟის მთავარი შტრიხი წითელი ტუჩსაცხია.

გთავაზობთ მის რჩევებს თავის მოვლისა და სტილის შესახებ:

“კანზე ზრუნვა მისი გაწმენდიდან იწყება. არასდროს დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება. მაშინაც კი თუ სახეზე არაფერი გისვიათ, გაიწმინდეთ ის სპეციალური საშუალებით, რათა მოიშოროთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი და მავნე ნივთიერებები.”

“ღამის განმავლობაში თქვენი სახის კანი ბუნებრივ ცხიმებს გამოყოფს, შესაბამისად დილით საფუძვლიანად დაბანა აშორებს მას ამ დამცავ ფენას. მე მხოლოდ წყლით მსუბუქ დატენიანებას ვჯერდები.”

“ზამთარშიც კი, აუცილებელია მზის მავნე გამოსხივებისგან სახის კანის დაცვა, ასე რომ მე ყოველდღე ვატარებ SPF დამცავ საცხს. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ხანგრძლივად გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, მაშინ ეს წესი უნდა დაიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რაც შიგნიდან ატენიანებს კანს.”

“არ მიყვარს იდეალურად მოწესრიგებული თმა. უმეტეს შემთხვევებში მას ბუნებრივად ვატარებ. თმის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია მისი ხშირად შეჭრა, რადგან თავიდან აიცილოთ გაუხეშებული და გაყოფილი ბოლოები.”

“როგორც წესი მაკიაჟს არ ვატარებ, იშვიათად მნახავთ ტონალური საცხით და ბაზით. ყოველდღიურად მხოლოდ ჩემ საყვარელ ტუჩსაცხს ვიყენებ, რომელსაც აუცილებლად თითებით ვისვამ და ვინაწილებ, რადგან ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურება.”

“ისევე როგორც ფრანგი ქალბატონების უმეტესობა, თავის მოვლის საშუალებებს მეც აფთიაქში ვყიდულობ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ვიღებ ზედმეტი ქიმიკატების და დანამატებისგან თავისუფალ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს.”

“გარდერობში იქონიეთ 2 მსუბუქი, იდეალურად მოგებული ზედატანი, რომლებსაც თავისუფლად შეუხამებთ ნებისმიერ სხვა სამოსს.”

“იპოვეთ შარვალი, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს თქვენ წელს და ვიზუალურად დააგრძელებს ფეხებს.”

“მაღალწელიანი ჯინსის შარვალი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენ ფორმებს გარდერობის განუყრელ ნაწილად აქციეთ. საკმარისია ასეთ ჯინსს უბრალო ზედატანი დაუმატოთ და სისადავით გაიბრწყინებთ.”

“იმისათვის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, ატარეთ ერთი ტონალობის შარვალი და ზედატანი. აარჩიეთ განიერი შარვალი, ისეთი რომელშიც ფეხსაცმლის ქუსლი დაიფარება.”

“ატარეთ ხალათის სტილის კაბები, რომლის წელზე გამოკვეთილი ქამარი იდეალურად წარმოაჩენს თქვენს სხეულს.”







Instagram: jeannedamas

1 2 3 6