ფეხსაცმელები ესპანეთიდან

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას და გვსურს მათ რაც შეიძლება კომფორტული პირობები შევუქმნათ შოპინგისთვის. სწორედ ამიტომ Be.ge-ში სიახლე გვაქვს. ამიერიდან ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ფეხსაცმლის შეძენასაც შეძლებთ. და რაც მთავარია, ეს არ არის უხარისხო ფეხსაცმელი, რომელსაც ყველა დახლზე გადააწყდებით. ჩვენ ესპანურ ფეხსაცმელებს გთავაზობთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შემოგვაქვს ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: BASS3D; Carmela; Refresh და XTI ყველა გემოვნების, ასაკისა და სქესის მომხმარებლისთვის.

BASS3D

ფეხსაცმელი 1-1

დღეს ნაკლებად თუ წარმოუდგენია ვინმეს ყოველდღიური ტანსაცმელი კეტების ან ბოტასების გარეშე. და რაც, მთვარია ეს მოდა ვრცელდება ქალზეც და მამაკაცზეც, განურჩევლად ასაკისა.
სწორედ მოდის ამ ტენდენციის გათვალისწინებით 2014 წელს შეიქმნა ესპანური კომპანია BASS3D, რომელიც ყოველდღიურ, მოდურ, სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებს და რომელმაც დაარსებისთანავე მიიპყრო მასობრივი მომხმარებლის ყურადღება.

ბრენდი მუდმივად წარმოგიდგენთ ახალი თაობის სპორტული ფეხსაცმლის ინოვაციურ კოლექციას ქალებისთვის, კაცებისთვის, ბავშვებისთვის. ეს არის მრავალფეროვანი მასალისა და ფერისგან შექმნილი მოდის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით შეკერილი კოლექციები.

Carmela

4 carmela

Carmela-ც ესპანური ბრენდია, რომლის საუკეთესო ხელოსნებიც კერავენ საუკეთესო ხარისხის ტყავის ფეხსაცმელს მხოლოდ ესპანეთში.
ეს არის არა მხოლოდ მოდური და ელეგანტური, არამედ წარმოუდგნლად კომფორტული ფეხსაცმელი. დიზაინი და კომფორტი აქ ერთმანეთს სრულებითაც არ გამორიცხავს. ფეხსაცმელი თქვენი ფეხის ანატომიურ ფორმებს იმეორებს, რათა შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი. კარმელა ფეხსაცმლის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. იქნება ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ უქუსლო, ტყავის თუ ზამშის, სხვადასხვა აქსესუარების დამატებით თუ სადა და ელეგანტური.

Refresh და XTI

ref3

ჩვენი ონლაინ მაღაზია კიდევ ორ ესპანურ ბრენდს გთავაზობთ. მათი სახელებია Refresh და XTI. ეს არის ფეხსაცმელს ყველა გემოვნების ადამიანისთვის. იქნება ეს სპორტული, კლასიკური, თუ ყოველდღიური სტილი. ბრენდი ფეხსაცმელს გთავაზობთ ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.
ასე, რომ ისიამოვნეთ ონლაინ შოპინგის უპირატესობით და შეარჩიეთ ფეხსაცმელი სახლიდან გაუსვლელად. აირჩიეთ სასურველი ბრენდის, მოდელის, ზომის, სეზონის ფეხასაცმელი, შეიძინეთ რამდენიმე კლიკით და ჩვენი კურიერი მას პირდაპირ სახლში მოგართმევთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ. ჩვენთან ყოველთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ სუპერ ფასდაკლებით.

 

მელანიას სკანდალური ქუდი, რომელმაც აფრიკაში ვიზიტი გადაფარა – ნახეთ ტრამპის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი აფ­რი­კა­ში ვი­ზი­ტით ქმრის გა­რე­შე იმ­ყო­ფე­ბო­და. მან განა, მა­ლა­ვი, კე­ნია და ეგ­ვიპ­ტე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გა­სულ დღე­ებ­ში მე­ლა­ნია მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მის­თვის კრი­ტი­კაც არ და­ი­შუ­რეს – კე­ნი­ა­ში აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი თეთ­რი ქუ­დით გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მეხც­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მის სიმ­ბო­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ გა­მოკ­ვე­ბა მე­ლა­ნია ტრამპმა სპი­ლო­ე­ბი – პირ­ვე­ლი ლედი კე­ნი­ას ეწ­ვია

BBC მე­ლა­ნი­ას აფ­რი­კუ­ლი ვი­ზი­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

ტრამ­პის მოგ­ზა­უ­რო­ბა აკ­რა­თი, გა­ნას დე­და­ქა­ლა­ქით და­ი­წყო, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქვეყ­ნის პირ­ველ ლე­დის შეხ­ვდა და სა­ა­ვად­მყო­ფო მო­ი­ნა­ხუ­ლა.

 

მე­ლა­ნი­ამ მო­ი­ნა­ხუ­ლა ციხე, სა­ი­და­ნაც მო­ნებს ამე­რი­კა­ში გზავ­ნიდ­ნენ.

ტრამპს მა­ლა­ვი­ში პირ­ველ­მა ლე­დიმ, გერტრუდ მა­სე­კომ უმას­პინ­ძლა.

მე­ლა­ნია მა­ლა­ვის დე­და­ქა­ლაქ ლი­ლონგვე­ში და­წყე­ბით სკო­ლას ეს­ტუმ­რა.

ტრამ­პი სკო­ლა­ში გაკ­ვე­თილს და­ეს­წრო.

ეგ­ვიპ­ტე­ში ყოფ­ნი­სას აშშ-ს პირ­ველ­მა ლე­დიმ პი­რა­მი­დე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მე­ლა­ნია ტრამ­პი ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ზი­ტის დროს

მე­ლა­ნი­ამ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის სფინ­ქსის წი­ნაც იპო­ზი­ო­რა.

ტრამ­პი ქა­ი­რო­ში ეგ­ვიპ­ტის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ინ­ტი­სარ ამერ ალ სი­სიმ მი­ი­ღო.

ქუთაისში 45-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში, 45-წლამდე ასაკის მამაკაცი, ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და ბრალდებული მეზობლები იყვნენ.

მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს,

რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიუმას ქუჩაზე მომხდარი 25 წლის მამაკაცის მკველობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში, დანით, 25 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მოსახლეობის განცხადებით, მათ ღამით, 4 საათზე ჩხუბისა და გინების ხმა შემოესმათ, რის შემდეგადაც ადგილზე პოლიცია მოვიდა.

სავარაუდოდ, მკვლელი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

მკვლელობის მიზეზი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვ. ს.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათშორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

 

 

ყიფიანის განცხადებების შემდეგ მმართველი გუნდი ზაზა ოქუაშვილის დაკითხვას ითხოვს

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომ ბიზნესზე ზექოლასთან დაკავშირებით საუბრის ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სცენარის მიხედვით დაიგეგმა და გაკეთდა, მმართველი გუნდის წევრები ზაზა ოქუაშვილი დაკითხვას მოითხოვენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რას ისახავდა მიზნად ფარული ჩანაწერების გავრცელება.

„რეალურად საქმე გვაქვს დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში. ახლა უკვე უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი, ბოლომდე უნდა მოხდეს გამოძიება იმ საკითხების, რაზეც მოვისმინეთ ბრალდებები, მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები სხვადასხვა ჩანაწერის გამოქვეყნებით,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ეკა ბესელიას თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრის კომენტარმა მანამდე გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსი თავდაყირა დააყენა.

„ჩემი პასუხი ახლა არის კითხვაში გადაზრდილი პირიქით კონტრბრალდება, თუ ეს ყველაფერი, რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს იმ ვერსიას, რასაც საზოგადოებას სთავაზობდა და აიძულებდა, რომ ეს ვერსია დაეჯერებინა საზოგადოებას „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ამაზე გაგვცენ პასუხი,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

“ყიფიანი განტევების ვაცად დანიშნეს… გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი”- გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ლევან ყიფიანს დაკითხვის შემდეგ ტყუილი ალაპარაკეს. მისი შეფასებით, ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ყოფნა სამარცხვინოა.

„არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დააშინა და მორალურად გაანადგურა იმ საქმის მოწმე, რომელიც უკვე ერთი თვეა, აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. იმის მაგივრად, რომ პროკურატურაში დაეკითხათ ყველა ფიგურანტი, ივანიშვილი, ჩუბინიშვილი, გახარია და ა.შ., ამის მაგივრად, ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად გაამწესეს დამოუკიდებელ ბიზნესში და შემდეგ კი განტევების ვაცად დანიშნეს, გამოიყვანეს და მას არნახული სიყალბე ალაპარაკეს. ვნახეთ მორიგი სერია, რომელიც არის არასასურველი მოწმეების ან დაშინება ან ლიკვიდაცია. მართლაც ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ყოფილი ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურის, რისი მინისტრიც იყო, ბატონი დავით ყიფიანი გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი. სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა უცხოელების დასარწმუნებლად.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი – ფესტივალი „განდაგანა“ სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს

ბათუმში ევროპის მოედანზე, 5 ოქტომბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებების პროგრამას სთავაზობს. კერძოდ, გაიმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები, ფოლკლორ შოუ და სხვა ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

„ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: „ბერმუხას“, „ელესას“, „ხორუმის“, „ათძალის“, „კოლხას“ , „მაჭახელას“, „ქობულეთის“, „ფესვებისა“ და „შუახევის“ ფოლკლორული ანსამბლების წარმოდგენებს დაესწრონ. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ. 6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრებით დაიხურება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

მამუკა ბახტაძე – განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა

განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს აკადემიის იუბილე მიულოცა და განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი სასულიერო აკადემიის დაარსებასა და შემდგომ განვითარებაში. მისი თქმით, ისტორიულად, სწორედ ქართულმა ეკლესიამ უზრუნველყო იმ ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, რაც არსებობს სულიერ ცხოვრებასა და განათლებას შორის.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. 30 წლის წინ ჩვენი პატრიარქის ინიციატივით კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მე ასე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც არის ღირსეული გამგრძელებელი ჩვენი გელათისა და იყალთოს აკადემიების. ქართული ეკლესია ჩვენი ისტორიის განმავლობაში იყო ქართველი ერის სულიერი აღზრდის და ამავე დროს, განათლების მიცემის მთავარი კერა. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კარგად დავინახავთ, რომ სწორედ ქართულმა ეკლესიამ უზრუნველყო იმ ძალიან ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, რაც არსებობს ერთი მხრივ სულიერ ცხოვრებასა და მეორე მხრივ, განათლებასა და მეცნიერებას შორის“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ განათლების სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ამ სექტორში იგეგმება.

“ქრონოგრაფი” – საათებისა და სამკაულების Luxury კატეგორიის მაღაზია ქალაქის შუაგულში!

“ქრონოგრაფი” დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ხელსაწყოა, ასე ვთქვათ, “დრომწერი”. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის პირველ სართულზე ამავე სახელწოდების მაღაზია გაიხსნა, სადაც ლუქს კატეგორიის ბრენდების საათები, სამკაულები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი. დღესდღეობით, “ქრონოგრაფი” არაერთ Premium და Luxury ტიპის ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის: Chopard, JaegerLeCoultre, BREITLING და სხვა. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, ვისაც განსაკუთრებული სამკაულის საყიდლად საზღვარგარეთ წასვლა აღარ სჭირდება, “ქრონოგრაფში” უფრო ფართო სეგმენტსაც შეუძლია სასურველი აქსესუარის არჩევა ხელმისაწვდომ ფასად. რა სიახლეები აქვს “ქრონოგრაფს” და რა სირთულებთან არის დაკავშირებული Luxury ტიპის მაღაზიის საკომუნიკაციო სტრატეგია, კომპანიის გენერალური მენეჯერისგან, თამარ გელაშვილისგან, შევიტყვეთ.

M: ძალიან პატარა ხომ არ არის ქართული ბაზარი luxury კატეგორიის საათებისა და სამკაულისთვის?

2012 წელს, როდესაც ქრონოგრაფი გაიხსნა საქართველოში, სიტუაცია ბაზარზე ბევრად განსხვავებული იყო. 6 წლის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნები, სტანდარტები, დამოკიდებულება – ყველაფერი შეიცვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარი მზარდია. ჩვენი სტუმრების ძირითად ნაწილს სწორედ ქართველები წარმოადგენენ.

საქართველოს ბაზარი Luxury ბრენდებისთვის საკმაოდ საიტერესოა. ქართველ ხალხს ძალიან კარგი გემოვნება აქვს, თუ ადრე მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლებოდა ასეთი ნივთების შეძენა, დღეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასად, თბილისის შუაგულში, მომხმარებელს იმავე სურვილების ასრულება შეუძლია. Luxury ბაზრის განვითარებას, ზოგადად, ისიც უწყობს ხელს, რომ ტურიზმი ვითარდება საქართველოში და წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას.

M: მეორე მხრივ, რა სირთულეებს მოიცავს შესაბამის სეგმენტთან სწორი კომუნიკაცია?

შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მთელი ხელოვნება. რამდენადაც “ქრონოგრაფი”, როგორც ბრენდი, კომპლექსური და ექსკლუზიურია. კომუნიკაციის ხასიათიც ბრენდის ხასიათს იმეორებს. ყველა სტუმარს ინდივიდუალურად ვემსახურებით და მათზე მორგებულ სერვისს ვქმნით. აქ ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს. ყველა სიტყვას, გაგზავნილ წერილს, მილოცვას. სეგმენტი არ არის ძალიან დიდი, შესაბამისად, ყველაზე დიდ რესურსს იმაში ვხარჯავთ, რომ თითოეულ სტუმართან ინდივიდუალური კომუნიკაცია გვქონდეს.

აქ ბევრი წესია, ბევრი “გაიდლაინი”, რადგან “ქრონოგრაფი” აერთიანებს 25-მდე წამყვან მსოფლიო ბრენდს, საათებისა და სამკაულების კატეგორიაში. თითოეულ ბრენდს თავისი ხასიათი და საკომუნიკაციო არხები აქვს.

M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობისთვის?

ამ მხრივ, ძალიან კარგი სიახლეები გვექნება 2019 წლიდან, აქტიურად ვემზადებით, რომ “ქრონოგრაფის”, როგორც ბრენდის “ცნობადობა” გაიზარდოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქალაქის შუაგულში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე მდებარე Luxury ბუწიკის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს სწორი და უფრო ღრმა წარმოდგენა შევუქმნათ.

დღეს, მომხმარებლის გონებაში ბრენდი პოზიციონირდება მაღაზიად, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, სინამდვილეში, ჩვენთან სამკაულის ფასები 100 ლარიდან იწყება, საათის ფასი კი დაახლოებით 1500 ლარიდან. შესაბამისად, გვინდა საკომუნიკაცია არხები განვავითაროთ და მომხმარებელს ინფორმაცია ბევრი საინტერესო კამპანიის განხორციელებით მივაწოდოთ.

M: როგორ ხედავთ, რა გამოარჩევს “ქრონოგრაფს”?

6 წლის მანძილზე, “ქრონოგრაფი” ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისი ინდივიდუალური ხასიათი და იმიჯი. თავიდან ვიყავით მაღაზია, რომელიც მომხმარებელს შვეიცარულ საათებს და ძვირადღირებულ სამკაულებს სთავაზობდა. დღეს ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოში ვანვითარებთ luxury მიმართულებას და ამ სფეროში უამრავ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს.

“ქრონოგრაფში” ადამიანები მოდიან სიახლის გასაგებად. არ არის აუცილებელი რამის ყიდვა გინდოდეს, თუ საათებით ხარ გატაცებული და გინდა გაიგო სიახლეები, გაეცნო ახალ კოლექციებს, გაიგო მექანიკური საათის მუშაობის პრინციპები, ბრენდების ინოვაციები – ქრონოგრაფის გუნდი მუდმივად მზად არის თითოეულ სტუმართან დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენთან მოსვლა უყვართ. ეს ყველაფერი ჩვენი სტუმრების გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ.

M: რომელ ბრენდებს წარმოადგენთ? თუ გაქვთ პროდუქტები, რომლებიც შედარებით დაბალი ღირებულებით იზიდავს მომხმარებელს?

როგორც უკვე აღვნიშნე, “ქრონოგრაფში” წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 25-მდე ბრენდი, საათების, სამკაულებისა და აქსესუარების კატეგორიაში. ჩვენთან შეხვდებით Breguet-ს, რომელიც შვეიცარული საათების კატეგორიაში მსოფლიოში ტოპ სამეულში შედის.

Chopard – ქრონოგრაფში წარმოდგენილია Shop in shop კონცეფციით. ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საათების დახვეწილი დიზაინით და რა თქმა უნდა, შვეიცარული მექანიზმით. “შოპარმა” სახელი გაითქვა მოცურავე ბრილიანტებით. ჩვენთან “შოპარის” ბრენდის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი, როგორც საათები, ასევე სამკაულები და აქსესუარები.

JLC – (Jaeger-LeCoultre) Polaris automatic collection – რომელიც პირველად ჩამოვიდა ამიერკავკასიაში და ეს მართლაც დიდი მოვლენაა საათის მოყვარული ადამიანებისთვის. ეს ბრენდის უახლესი კოლექციაა, რომელიც 2018 წელს ჩატარებულ ბეზელის ღონისძიებაზე  წარადგინა.

ვცდილობთ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების სურვილებს და მოთხოვნებს ვუპასუხოთ თანამედროვე ბრენდებითა და მათი უახლესი კოლექციებით.

“ქრონოგრაფის” პორტფოლიო იცვლება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად.

მაკდონალდს საქართველოს ოპერირებამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

მაკდონალდს საქართველომ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. მიღებული შედეგი სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალი აღმოჩნდა. საქართველო ისეთი დიდი მარკეტების შემდეგ, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია, ერთ-ერთი პირველი გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „მომავლის გამოცდილების სტანდარტების კონტროლისთვის, საქართველოში ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმის და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, მაკდონალდს საქართველოზე გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის სერტიფიკატი. სხვადასხვა სახის ტესტირებას სპეციალისტები მაკდონალდსის რესტორნებში სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ. მათ თავის თავზე გამოსცადეს საქართველოში დანერგილი მომავლის რესტორნის მომსახურების პლატფორმა.

ახალი ინოვაციური სერვისი – „Experience of the future“ გახლავთ სტანდარტები  რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის სერვისის და ინოვაციების დაგეგმვას. ეს არის მომავლის გამოცდილება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს.

„საქართველო გახლავთ პირველი პატარა ქვეყანა რომელმაც სერტიფიცირება გაიარა  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვამაყობთ, რომ სერვისი რომელიც ამ ეტაპზე ინერგება ევროპასა და ამერიკაში, საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მაკდონალდს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი დონის სერვისი და ინოვაციური გარემო. ჩვენ მუდამ ვცდილობთ უფრო სასიამოვნო და სასურველი გავხადოთ მომხმარებლის სტუმრობა“ – აცხადებენ მაკდონალდსში.

„მომავლის გამოცდილების“ პლატფორმის შემავალი ნაწილია სტუმართმოყვარეობის ლუდერი, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან მომხმარებლებს ღიმილით ესალმება, ბავშვებს ჩუქნის ბუშტებს, სტუმარს უთითებს კიოსკისკენ და აწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე აღსანიშნავია შესაკვეთი კიოსკი, რომელიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. ყველაზე უახლესი მომსახურება, რომელიც მაკდონალდსმა 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს, არის  მაგიდასთან მომსახურების სერვისი (Table service), მისი მეშვეობით სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ.

 

მაკდონალდს საქართველომ მომავლის გამოცდილების პლატფორმისთვის მზადება 2017 წლის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე საქართველოს 7 რესტორანში დანერგა. კომპანია 2019 წლისთვის სერთიფიცირების პროცესის გავლას ყველა რესტორანში გეგმავს.

1 2 3 5