ვინ არის ქალი რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა – მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

ვინ არის ქალი რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა - მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

“ნიუპოსტმა” მოიპოვა ქალის ფოტო, რომელმაც დღეს პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა. მოძალადე, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა როგორ ცნობილია გამოიყურება. » Read more

ქალი დანას ორივე ბავშვს ურტყამდა, შემდეგ კი მამისკენაც გაიწია – პეკინზე მომხდარი შემთხვევის ახალი, შემზარავი კადრები (ვიდეო)

ქალი დანას ორივე ბავშვს ურტყამდა, შემდეგ კი მამისკენაც გაიწია - პეკინზე მომხდარი შემთხვევის ახალი, შემზარავი კადრები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში პეკინზე მომხდარი შემზარავი შემთხვევის ახალი კადრები გავრცელდა – გამვლელი ქალი ცივ იარაღს ორივე ბავშვს შემდეგ კი მამისკენ იწევს. » Read more

შემზარავი ვიდეო – როგორ დაჭრა პეკინზე გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი დედის თვალწინ

შემზარავი ვიდეო - როგორ დაჭრა პეკინზე გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი დედის თვალწინ

პეკინზე გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი დაჭრა.შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა – მცირეწლოვანს დაზიანებები ბასრი საგნით, სახის არეში აქვს მიყენებული. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. » Read more

თბილისში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

თბილისში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

26 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე, უაქციზო სიგარეტის (4,600 ღერი -HEETS) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

წყარო

ყაჩაღობა ზუგდიდში – ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით მოქალაქეს 770 ლარი გასტაცეს

ყაჩაღობა ზუგდიდში - ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით მოქალაქეს 770 ლარი გასტაცეს

ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში. 2 მა პირმა მოქალაქეს იარაღის მუქარით 770 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალა. » Read more

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო

პოლიციამ საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. » Read more

მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიციამ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება. » Read more

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის მცდელობის  ფაქტზე 20  წლის ბიჭი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

წყარო

1 2 3 4 50