დიუმას ქუჩაზე მომხდარი 25 წლის მამაკაცის მკველობის საქმე გახსნილია

დიუმას ქუჩაზე მომხდარი 25 წლის მამაკაცის მკველობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო

თბილისში, დანით, 25 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში, დანით, 25 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. » Read more

35 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” – შსს-მ 1 პირი დააკავა

35 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი"  - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. » Read more

პირი, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი დააზიანა, შეურაცხადია

პირი, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი დააზიანა, შეურაცხადია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინდისის გმირების მემორიალის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულია 20 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. » Read more

რუსთავში ორი ბაიკერი დაჭრეს

რუსთავში  ორი ბაიკერი დაჭრეს

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს ბაიკერები დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. » Read more

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისში ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისში ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, ბოლნისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ბოლნისში 5 ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

წყარო

French It girl – Jeanne Damas

ჟან დამა (Jeanne Damas) ფრანგი It Girl – ია, რომელიც უკვე მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი და გამორჩეული თავისი დახვეწილი სტილითა და ფრანგული აქცენტით.

ინსტაგრამის ფრანგი ვარსკვლავის სახის კანი და თმა ყოველთვის ბუნებრივად და ბრწყინვალედ გამოიყურება, მისი მინიმალური მაკიაჟის მთავარი შტრიხი წითელი ტუჩსაცხია.

გთავაზობთ მის რჩევებს თავის მოვლისა და სტილის შესახებ:

“კანზე ზრუნვა მისი გაწმენდიდან იწყება. არასდროს დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება. მაშინაც კი თუ სახეზე არაფერი გისვიათ, გაიწმინდეთ ის სპეციალური საშუალებით, რათა მოიშოროთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი და მავნე ნივთიერებები.”

“ღამის განმავლობაში თქვენი სახის კანი ბუნებრივ ცხიმებს გამოყოფს, შესაბამისად დილით საფუძვლიანად დაბანა აშორებს მას ამ დამცავ ფენას. მე მხოლოდ წყლით მსუბუქ დატენიანებას ვჯერდები.”

“ზამთარშიც კი, აუცილებელია მზის მავნე გამოსხივებისგან სახის კანის დაცვა, ასე რომ მე ყოველდღე ვატარებ SPF დამცავ საცხს. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ხანგრძლივად გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, მაშინ ეს წესი უნდა დაიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რაც შიგნიდან ატენიანებს კანს.”

“არ მიყვარს იდეალურად მოწესრიგებული თმა. უმეტეს შემთხვევებში მას ბუნებრივად ვატარებ. თმის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია მისი ხშირად შეჭრა, რადგან თავიდან აიცილოთ გაუხეშებული და გაყოფილი ბოლოები.”

“როგორც წესი მაკიაჟს არ ვატარებ, იშვიათად მნახავთ ტონალური საცხით და ბაზით. ყოველდღიურად მხოლოდ ჩემ საყვარელ ტუჩსაცხს ვიყენებ, რომელსაც აუცილებლად თითებით ვისვამ და ვინაწილებ, რადგან ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურება.”

“ისევე როგორც ფრანგი ქალბატონების უმეტესობა, თავის მოვლის საშუალებებს მეც აფთიაქში ვყიდულობ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ვიღებ ზედმეტი ქიმიკატების და დანამატებისგან თავისუფალ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს.”

“გარდერობში იქონიეთ 2 მსუბუქი, იდეალურად მოგებული ზედატანი, რომლებსაც თავისუფლად შეუხამებთ ნებისმიერ სხვა სამოსს.”

“იპოვეთ შარვალი, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს თქვენ წელს და ვიზუალურად დააგრძელებს ფეხებს.”

“მაღალწელიანი ჯინსის შარვალი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენ ფორმებს გარდერობის განუყრელ ნაწილად აქციეთ. საკმარისია ასეთ ჯინსს უბრალო ზედატანი დაუმატოთ და სისადავით გაიბრწყინებთ.”

“იმისათვის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, ატარეთ ერთი ტონალობის შარვალი და ზედატანი. აარჩიეთ განიერი შარვალი, ისეთი რომელშიც ფეხსაცმლის ქუსლი დაიფარება.”

“ატარეთ ხალათის სტილის კაბები, რომლის წელზე გამოკვეთილი ქამარი იდეალურად წარმოაჩენს თქვენს სხეულს.”







Instagram: jeannedamas

1 48 49 50