მომავალი წლიდან პოლიციელების, მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდა იგეგმება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლიდან პოლიციელების, მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდა იგეგმება.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 643.5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250,0 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250,0 ლარით).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. აქედან 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250,0 ლარით ზრდისთვის. გარდა ამისა, “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

საგანგებო სიტუაციების

მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მლნ ლარი, მათ შორის 5,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის.

ყაზახეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას გაუკეთებენ

ყა­ზა­ხე­თი პე­დო­ფი­ლე­ბის ქი­მი­ურ კას­ტრა­ცი­ას იწყებს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ცნო­ბი­ლია ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც სას­ჯე­ლის ახა­ლი ზომა შე­ე­ფარ­დე­ბა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ხელ­სა და გვარს მე­დი­ას­თან არ ასა­ხე­ლე­ბენ. მან ბავ­შვზე 2016 წლის აპ­რილ­ში იძა­ლა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ევ­მა 2 ათა­სი ინექ­ცი­ის­თვის 25 ათას­ზე მეტი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ლი­ა­ზატ აკტა­ე­ვა ამ­ბობს, რომ ამ დრო­ის­თვის სა­სა­მარ­თლოს იძუ­ლე­ბი­თი კას­ტრა­ცი­ის მხო­ლოდ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ქვე­ყა­ნა­ში პე­დო­ფი­ლია 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბი­თაც ის­ჯე­ბა.

ქი­რურ­გი­უ­ლი კას­ტრა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქი­მი­უ­რი კას­ტრა­ცია ორ­გა­ნო­ებს და­უ­ზი­ა­ნე­ბელს ტო­ვებს და ფუნ­ქცია, შე­საძ­ლოა, აღ­დგეს კი­დეც. ინექ­ცი­ას დამ­ნა­შა­ვე­ებს რე­გი­ო­ნულ ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში გა­უ­კე­თე­ბენ.

2010-2014 წლებ­ში ბავ­შვე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ორ­მაგ­და.

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა – იტალიური მედია

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა - იტალიური მედია

საქართველოს მოქალაქემ იტალიის ქალაქ ტრიესტეში მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა. იტალიური მედიის ცნობით 42 წლის ბ.გ-მ მაღაზიიიდან 330 ევროს ღირებულების ბავშვის ტანსაცმელი მოიპარა. » Read more