დღეიდან თხელი პოლიეთილენის პარკების ყიდვას ვეღარ შეძლებთ

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.

კერძოდ, ხვალიდან საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

აგვისტოში ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.
ხოლო 2018 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,0 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

საჯარო რეესტრმა ”NEO შავი ზღვის ასამბლეის“ მონაწილეებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  ”NEO შავი ზღვის ასამბლეაზე“  მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე დაესწრო. ბლოკჩეინის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე  საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მან ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები გააცნო.  საუბარი ასევე შეეხო უძრავი ქონების ტრანზაქციებში სანდო კონტრაქტების დანერგვას და მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვით   მიღწეული წარმატება ხელს უწყობს  მსოფლიო „Doing Business“ რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების  რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა.  დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი  ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭირვალესა და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია .

”NEO შავი ზღვის ასამბლეა“  საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ეკონომისტებსა და ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საჯარო სექტორში დანერგვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია  გაუზიარონ .

ბიტმაინი – რუსეთში ტექნიკური მომსახურების ცენტრს ხსნის!

ბიტმაინ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო მაინერების მწარმოებელმა გადაწყვიტა გაეხსნა ტექნიკური მომსახურების ცენტრი რუსეთში ქალაქ ირკუტსკში.გამომდინარე იქიდან,რომ დაზიანებული ასიკ მაინერების გაგზავნა ჩინეთში ძვირი ჯდება და ასევე დროში იწელება,პროფესიონალი ტექნიკოსები,რომლებიც ოფიციალური წარმომადგენლები არიან ბიტმეინის, შეძლებენ შეაკეთონ ასიკ მაინერები ჩინეთში გაგზავნის და ლოდინის გარეშე.

კომპანიას უკვე აქვს საკუტარი მისამართი და ოფისი 664043, City of Irkutsk, 12 Rakitnaya Street, office 103.

გაგზავნამდე რუსმა მაინერები უნდა დაუკავშირდნენ ტექნიკური დახმარებას ბიტმეინის საიტის დახმარებით,როდესაც ისინი გაივლიან ავტორიზაციას და შეავსებენ ყველა დოკუმენტს,რომელიც ტექნიკურ გაუმართაობას ან დაზიანებას შეეხება.ბიტმაინი მათ ასიკ მაინერს მიიღებს და შეაკეთებს რუსეთშივე ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

Binance კრიპტო ვალუტების ბირჟა!

თუ გსურთ იყოთ ტრეიდერი არ არის საჭირო იყოთ პროფესიონალი ტრეიდერი მრავალ წლიანი სტაჟით მთავარია იცოდეთ მათემატიკა  და გქონდეთ ექაუნთი იყოთ დარეგისტრირებული ბირჟაზე.

გთავაზობთ ერთ ერთ საუკეთესო კრიპტო ვალუტების ბირჟას binance სადაც შედარებით მარტივად კრიპტო ვალუტების გადაცვლას და შეძენას.!
1)ეს ბირჟა მდებარეობს ჰონკონგში,  რომელსაც წელიწადზე ნაკლები დასჭირდა,რომ გამხდარიყო ლიდერი. როგორ მიაღწია ესეთ წარმატებას ?ალბათ თავისი პოლიტიკით, გუნდის მარტივი პლატფორმის და რეფერალური სისტებით, რომელიც თავიდან თქვენს მიერ მოწვეულ მომხმარებლის მიერ ნავაჭრ კრიპტო ვალუტის 50% გირიცხავდათ ბონუსის სახით ახლა კი 20% შეადგენს ეს ბონუსი.
2)არაა სავალდებულო ვერიფიკაცია განსხვავება იმაშია ვერიფიცირებულსა და არა ვერიფიცირებულს შორის, რომ  ვერიფიკაციის გარეშე მხოლოდ
3)ბიტკოინი გადარიცხვა შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში.3)ტოპ ბირჟაა რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
4)მომხმარებელი 7 000 000 მილიონზე მეტია.
ჩვენი Cryptonews.Ge გუნდის პირადი რჩევაა,რომ არ შეინახოთ მთლიანი თანხა არცერთ ბირჟაზე და გამოიყენეთ სავაჭროდ მხოლოდ ტოპ საუკეთესო კრიპტო ბირჟები,რომლებიც უფრო უსაფრთხოა ვიდრე ახალი საფონდო ბირჟები.

აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება – ჯარიმა 10 000 ლარი!

აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება – ჯარიმა 10 000 ლარი!
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამისთვის ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. კანონის პროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერაა შემუშავებული და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება. რეკლამის აკრძალვით ბაზარი დამკვეთების დაახლოებით 1/3-ს დაკარგავს.
რუსულ ცხვარს ქართულად ასაღებენ, ფასმა 40 ლარით მოიმატა

მარი ჩიტაია

საქართველოში რუსული ცხვარი შემოდის და როგორც ქართული პროდუქტი, ისე გადის ექსპორტზე. “მეცხვარეთა ასოციაციაში” ამბობენ, რომ ამ პროცესის საწინააღმდეგო დიდად არაფერი აქვთ, რადგან რუსული ცხვარი პირდაპირ სასაკლაოზე შეჰყავთ, ადგილზე იკვლება და დაავადების გავრცელების რისკს არ ქმნის. რეალურად, ექსპორტში დიდი წილი რუსულ ცხვარს უჭირავს და ძირითადად ირანში გადის.

100-დოლარიანი ნავთობი საქართველოს საწვავის ბაზარს დაანგრევს

თამუნა მუკბანიანი

აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებით მთავრობას საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეუძლია. როდესაც აქციზის გადასახადმა მოიმატა, საწვავის ღირებულება 1,80 ლარს არ აჭარბებდა, ახლა კი 2,50-ს მიაღწია. პერსპექტივაც ძალიან ცუდია. საერთაშორისო ანალიტიკოსები ნავთობის 100 დოლარამდე გაძვირებას ელოდებიან. ამ ფონზე კვლავ უცნობია, მსჯელობს თუ არა აქციზის განაკვეთის შეცვლაზე მთავრობა.

“თიბისი ბანკმა” ევროპის საინვესტიციო ბანკთან 30 მლნ ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

მარი გოცირიძე

“თიბისი ბანკმა” და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 30 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. რესურსის ვადა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. კერძო სექტორისა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა კვლავაც რჩება უ|ი-ის აქტივობის მიზნად საქართველოში.

ტაქსების “გათეთრება” 2 000 ლარამდე დაჯდება

მარი ჩიტაია

“ტაქსისტებს”, იმისათვის, რომ საკუთარი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა შეძლონ, დაახლოებით 2000 ლარის დახარჯვა მოუწევთ. სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება და ნახევარზე მეტს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნება. უხეში გათვლით, მარტო მანქანის ფერის შეცვლას 1500 ლარამდე სჭირდება. ტექნიკური შემოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 500 ლარია, ანუ ჯამში “ტაქსისტებს” 2000 ლარამდე დაეხარჯებათ.

მთავრობას ღარიბები თვალში ეცოტავება

მარი ჩიტაია

საქართველოში სიღარიბის ზრდა უკვე ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა, რის აღიარებასაც მთავრობა ცოცხალი თავით არ აპირებს. კონტრარგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოჰყავთ, რაც, სინამდვილეში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე არათუ პირდაპირ, ირიბ გავლენასაც ვერ ახდენს.

შემცირდა თუ არა ჭარბვალიანობა? – მე-5 თვისთავზე არანაირი მონაცემი არ არსებობს

თამუნა მუკბანიანი

რამდენად მისცა ეროვნული ბანკის რეგულაციამ შეღავათი მსესხებლებს, ჯერ კიდევ უცნობია. სებ-ის მიერ 2018 წლის მაისში ამოქმედებული რეგულაცია ჭარბვალიანობისა და ვადაგადაცილებული სესხების შემცირებას ემსახურებოდა, თუმცა ამოქმედებიდან მე-5 თვისთავზე კვლავ გაურკვეველია, რამდენად შეამცირა და საერთოდ შეამცირა თუ არა რეგულაციამ მოსახლეობაზე წნეხი. არც ისაა ცნობილი, გაიზარდა თუ არა ადამიანთა განკარგვადი შემოსავლის მოცულობა, რომელზეც ხელისულება უკვე 2 წელია, საუბრობს.

“თიბისიმ” “საბას” საკონსულტაციო საბჭო შექმნა

მარი გოცირიძე

პრემია “საბა” თავისი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო ასპარეზზე გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს, თუმცა მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე “თიბისიმ” “საბას” საკონსულტაციო საბჭო შექმნა. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს “საბას” პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან, საბჭოს შემადგენლობაში შედის. ასეთი სულ 6 სტრუქტურაა, რომლებიც საქართველოში წიგნიერების ამაღლებას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიტერატურული პროცესების განვითარებაში.

დენის დაუგეგმავი გაძვირება – საფრთხე რეალური გახდა!

თამუნა მუკბანიანი

დენის ტარიფი შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად გაძვირდეს. სემეკ-ის თავმჯდომარე დაუფარავად აცხადებს, რომ თუკი ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკ-მა შეიძება, ტარიფები წლის ბოლოს ხელახლა დათვალოს. სპეციალისტები ამ პროცესს ხელოვნურად მართულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ტარიფის დადგენისას ე.წ. მსხვილი მომხმარებლების მომენტი გათვალისწინებული არ იყო.

საფრთხე, რომელიც ტურისტების მოზღვავებამ მოიტანა

ნინი ღაჟონია

მოსალოდნელ მილიონზე მეტ ირანელ ტურისტს ქართული ბაზარი მოუმზადებელი ხვდება – ქვეყანაში არ არსებობენ შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის გიდები, უცხოელები კი დეზინფორმაციას აწვდიან. ეს, ერთი მხრივ, ქვეყანას იმიჯს ულახავს და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ საფრთხესაც უქმნის.

ცუდი პერსპექტივა: საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!

მარი ჩიტაია

ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. მათი გათვლით, ბენზინის ღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.

საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!

ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს.საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარსგადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავისღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთაკავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. მათი გათვლით, ბენზინისღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.

„ბიუ-ბიუს“ ჯიხურების საკითხი ერთ კვირაში გაირკვევა

„ბიუ-ბიუს“ ჯიხურების გადატანასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლისა და დედაქლაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის შეხვედრა დღეს გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. როგორც „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, შემდეგი შეხვედრა ერთი კვირის ვადაში შედგება და ჯიხურების ბედიც გაირკვევა.

“ამ  ეტაპზე  შეთანხმება  არ  მომხდარა.  შემდეგი  შეხვედრა  ერთი  კვირის  ვადაში  გაიმართება  და ვნახოთ, რა იქნება”,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც დამატებით დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

ცნობისთვის, თბილისის მერია  კომპანია  „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების  გადატანისკენ  მოუწოდებს, საუბარია 15 ლოკაციაზე. დედაქალქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  „ბიუ-ბიუს“ ხუთწლიანი იჯარის

ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა, თუმცა, კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა, რათა საწარმოო პროცესი არ შეეჩერებინა.

კომპანიის დამუძნებელი რევაზ ვაშაკიძე კი ჯიხურების ლოკაციის შენარჩუნებას ითხოვს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბიზნესმენმა “ბიუ-ბიუს” წარმოების პროცესი გააჩეროს.

ამის საპასუხოდ, მერიაში აცხადებენ, რომ კომპანის „ბიუ-ბიუმ“ დედაქალაქის მერიაში იჯარის გაგრძელება იმავე ადგილებში მოითხოვა, რაც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მიზანშეზონილად არ მიიჩნია.

შესაბამისად, მერიის ინფორმაციით, კომპანიას მიეცა წინადადება ისეთი ალტერნატიული ადგილების მოძიების შესახებ, რომელზეც მუნიციპალიტეტს პრობლემა არ ექნება.

მოგვინებით დაანონსდა, რომ დედაქალაქის მერსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის

შეხვედრა შედგებოდა, სადაც „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების ლოკაციაზე ისაუბრებდნენ.

ცნობისთვის: კომპანია „ბიუ-ბიუ“ 1000 ადამიანს ასაქმებს.

განახლებული Skype Preview უკვე macOS, Windows 7 და 8-ზეც ხელმისაწვდომია – MSinfo

ივნისის თვეში Microsoft-მა სრულიად ახალი სკაიპი დააანონსა. ძველმოდური მესენჯერიდან Skype სრულფასოვან სერვისად გადაიქცა, სადაც შეგიძლიათ ყველაფერთან ერთად გამოხატოთ ემოცია ამა თუ იმ შეტყობინებაზე. მასში ჩაშენებულია ბოტების, ადამიანის მონიშვნისა და ფაილების აპლიკაციის შიგნით გახსნის, ინტერაქტიული სტატუსებისა და სხვა სიახლეების მხარდაჭერა. მასში ასევე გაუმჯობესდა ჯგუფური ზარების ფუნქცია: დამატებულია drag and drop-ის და ზარებში ემოციების გამოყენების შესაძლებლობა.

პირველად აღნიშნული განახლება Android და iOS მოწყობილობებმა მიიღეს. დღეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი Microsoft-მა განახლებული Skype უკვე Windows 7/8 და macOS-ზეც წარმოადგინა. კლიენტის ახალი ვერსია Windows 10 10586 (1511/ November Update) და უფრო ადრეულ ვერსიებზეც მუშაობს.

კომპანიის თქმით, ახალი Desktop კლიენტი შესაბამისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით მობილური ვერსიის სრულ ფუნქციონალსა და ყველა უპირატესობას მიიღებს.

  • განახლებული სკაიპის Preview ვერსიის გამოსაყენებლად Windows 7 ან 8-ზე თქვენ უნდა ჩაერთოთ Windows Insider პროგრამაში ამ ბმულზე.
  • აპლიკაციის Mac-ზე გადმოსაწერად გადადით აქ.

 

[appbox googleplay com.skype.raider]

[appbox appstore id304878510]

Skype-ით უკვე ფულის გადარიცხვა შეგიძლიათ – MSinfo

დროთა განმავლობაში სხვადასხვა მესენჯერები მიმოწერისთვის განკუთვნილი მარტივი აპლიკაციებიდან უამრავი ფუნქციით დატვირთულ მსხვილ სერვისებად გარდაიქმნა. Skype ცდილობს არ ჩამორჩეს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა Telegram, iMessage, Facebook Messenger და ა.შ. ზუსტად ამიტომ, ბოლო განახლებაში Skype-მა ფულის გადაგზავნის ფუნქცია მიიღო.

 

 

Microsoft-მა PayPal-ის სერვისი პირდაპირ Skype-ში ჩააშენა, რის შემდეგაც ფულის გადაგზავნისთვის საკმარისია ჩატში გახსნათ ფულის გადარიცხვის ფანჯარა, მიუთითოთ სასურველი თანხა და რამდენიმე წამში ტრანზაქცია წარმატებით დასრულდება. პირველი ტრანზაქციისას Skype-ი შეგეკითხებათ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ამის შემდეგ საჭირო იქნება თქვენი PayPal-ის Skype-ის ანგარიშზე მიბმა. აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ სასურველი თანხის გადარიცხვას რამდენიმე წამი დასჭირდება. ფულის გაგზავნა Skype-ის მხოლოდ უახლესი ვერსიიდან არის შესაძლებელი, ხოლო თანხის მიღებისთვის ნებისმიერი ვერსია გამოდგება— საკმარისია გქონდეთ თქვენი PayPal ანგარიში.

პირველ ჯერზე ფუნქციის მუშაობა ოფიციალურად მხოლოდ 22 ქვეყანაში დაანონსა, რომელთა შორის რაღა თქმა უნდა საქართველო არ აღმოჩნდა.

Skype-ის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე.

[appbox googleplay com.skype.raider ]

[appbox appstore id304878510 ]

1 2