ქუთაისში 45-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში, 45-წლამდე ასაკის მამაკაცი, ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და ბრალდებული მეზობლები იყვნენ.

მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს,

რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიუმას ქუჩაზე მომხდარი 25 წლის მამაკაცის მკველობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში, დანით, 25 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მოსახლეობის განცხადებით, მათ ღამით, 4 საათზე ჩხუბისა და გინების ხმა შემოესმათ, რის შემდეგადაც ადგილზე პოლიცია მოვიდა.

სავარაუდოდ, მკვლელი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

მკვლელობის მიზეზი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვ. ს.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათშორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

 

 

„დღეს სახელმწიფო ბიზნესს მიხურავს“ – როგორ აისახება ბიზნესზე პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

„სახელმწიფომ, რომელმაც ფული მომცა, რომ ბიზნესის წარმოება დამიწყო, დღეს იგივე სახელმწიფო ბიზნესს მიხურავს“, – ასე ეხმაურება პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანია „გკგ-ჯგუფის“ დირექტორი იმ რეგულაციებს, რომელიც პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით ამოქმედდება.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური

რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი

10-ზე მეტი საწარმო მუშაობს. რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ მათ ან თანამშრომლების შემცირება, ან წარმოებაში ახალი ხაზის დანერგვა, ან მთლიანად დახურვა მოუწევთ. ბიზნესის ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წარმოების მთლიანად გაჩერებას პროგნოზირებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალ ტექნოლოგიაზე გადავლენ, თუმცა თანამშრომლების 40-50%-ით შემცირება მაინც მოუწევთ. მეტიც, მათი თქმით, იმის გამო, რომ ბიო-პარკების წარმოებისთვის ნედლეული და საწარმო დანადგარები საკმაოდ ძვირი ღირს, გამორიცხული არ არის, რომ წარმოებაში ახალი ხაზის გაშვება დროში გადავადდეს.

„გკგ-ჯგუფის“ დირექტორი გაგა ქველიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის რეგულაცია, რომელიც 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება, მათ წარმოებას მთლიანად გააჩერებს.

„15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკი აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ამის წინააღმდეგი არავინ არ არის. მაგრამ ის რეგულაცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში და რომელიც მთლიანად პოლიეთილენის პარკების აკრძალვას ეხება, ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გეტყვით, რომ დავიხურებით. დღეს ერთ ტონა ნედლეულში 4 ათას ლარს ვიხდი, ბიო-პარკის წარმოებისთვის ნედლეული კი 12 ათასი ლარი ღირს. თან წარმოების შეცვლისთვის საჭიროა ტექნიკური გადაიარაღებაც, აპარატურა კი საკმაოდ ძვირადღირებულია“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გაგა ქველიძემ.

„გკგ-ჯგუფი“ 2015 წელს პროექტს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული. გაგა ქველიძე აცხადებს, რომ კომპანიას საბანკო ვალდებულებები დღემდე არ აქვს გასტუმრებული, ამ დროს კი იგივე სახელმწიფო, რომელმაც წარმოება დაუფინანსა, ბიზნესს უხურავს.

„სახელმწიფომ, რომელმაც ფული მომცა, რომ ბიზნესის წარმოება დამიწყო, დღეს იგივე სახელმწიფო ბიზნესს მიხურავს. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან მომიწევს ბიზნესის გაჩერება. განახლებასაც ვერ მოვახერხებთ, რადგან ჩვენ თუ ძველი ვალდებულებები ვერ გავისტუმრეთ, რომელ ტექნოლოგიაზე უნდა ვიფიქროთ, ფინანსურად ეს შეუძლებელია“, – განუცხადა გაგა ქველიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანია „აა პლასტიც“ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა. დღეს კომპანიაში 130 ადამიანი მუშაობს, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი მელიტა პატარიძე აცხადებს, პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით ამოქმედებული ახალი რეგულაციების შემდეგ თანამშრომლების 40-50%-ის შემცირება მოუწევს.

„ის რეგულაცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი აპრილიდან შევა, ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მოგვაყენებს. ჩვენს კომპანიას ყველა მანქანა-დანადგარი საკრედიტო ხაზით გვაქვს ნაყიდი. პროგრამით „აწარმოების საქართველოშიც“ ვისარგებლეთ, საკრედიტო ხაზი გვაქვს. გარდა ამისა, ის ნედლეული, რომელიც ბიო-პარკების წარმოებაში გამოიყენება, პლასტიკის პარკთან შედარებით 3-ჯერ ძვირია. ამიტომ იძულებულები ვიქნებით მოვახდინოთ რეორგანიზაცია და სავარაუდოდ, თანამშრომლების 40-50%-ის გავათავისუფლებთ.

ჩვენ აპრილადმე შევხვდებით მთავრობის წარმომეადგენლებს, პროექტის ინიციატორებს და უფრო დეტალურად გავივლით საკითხეს. ვისაუბრებთ საკრედიტო ვალდებულებებზეც. იმედი გვაქვს, რომ იმ საკრედიტო ხაზებზე, რომლებიც ვალდებულების სახით გვაქვს პოლიეთილენის მწარმოებელ კომპანიებს აღებული, რაღაც შეღავათებს დაგვიწესებენ. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ შეხვედრაზე“, – განაცხადა მელიტა პატარიძემ.

საუდის არაბეთი ფასების სტაბილურობისთვის ნავთობის მოპოვებას გაზრდის

საუდის არაბეთი განაგრძობს ნავთობის მოპოვების ზრდას, რათა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ნავთობის ფასის სტაბილიზებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საუდის არაბეთი მოწოდებულია დააბალანსოს სანავთობო ბაზარი და ფასები შეინარჩუნოს ზომიერების ფარგლებში“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ნავთობზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება იმ ფონზე, როცა ირანიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდება.

„ჩვენ გავზრდით მოპოვებას, რათა ხელი შევუწყოთ ფასების სტაბილიზაციას ნავთობზე. ასეთი იყო ჩვენი პოლიტიკა ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში და ასეთად დარჩება“ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით,

მისთვის დონალდ ტრამპის გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპეკის კრიტიკას შეეხებოდა, მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან ამჟამინდელ ადმინისტრაციას ოპეკი აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია.