მელანიას სკანდალური ქუდი, რომელმაც აფრიკაში ვიზიტი გადაფარა – ნახეთ ტრამპის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი აფ­რი­კა­ში ვი­ზი­ტით ქმრის გა­რე­შე იმ­ყო­ფე­ბო­და. მან განა, მა­ლა­ვი, კე­ნია და ეგ­ვიპ­ტე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გა­სულ დღე­ებ­ში მე­ლა­ნია მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მის­თვის კრი­ტი­კაც არ და­ი­შუ­რეს – კე­ნი­ა­ში აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი თეთ­რი ქუ­დით გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მეხც­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მის სიმ­ბო­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ გა­მოკ­ვე­ბა მე­ლა­ნია ტრამპმა სპი­ლო­ე­ბი – პირ­ვე­ლი ლედი კე­ნი­ას ეწ­ვია

BBC მე­ლა­ნი­ას აფ­რი­კუ­ლი ვი­ზი­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

ტრამ­პის მოგ­ზა­უ­რო­ბა აკ­რა­თი, გა­ნას დე­და­ქა­ლა­ქით და­ი­წყო, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქვეყ­ნის პირ­ველ ლე­დის შეხ­ვდა და სა­ა­ვად­მყო­ფო მო­ი­ნა­ხუ­ლა.

 

მე­ლა­ნი­ამ მო­ი­ნა­ხუ­ლა ციხე, სა­ი­და­ნაც მო­ნებს ამე­რი­კა­ში გზავ­ნიდ­ნენ.

ტრამპს მა­ლა­ვი­ში პირ­ველ­მა ლე­დიმ, გერტრუდ მა­სე­კომ უმას­პინ­ძლა.

მე­ლა­ნია მა­ლა­ვის დე­და­ქა­ლაქ ლი­ლონგვე­ში და­წყე­ბით სკო­ლას ეს­ტუმ­რა.

ტრამ­პი სკო­ლა­ში გაკ­ვე­თილს და­ეს­წრო.

ეგ­ვიპ­ტე­ში ყოფ­ნი­სას აშშ-ს პირ­ველ­მა ლე­დიმ პი­რა­მი­დე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მე­ლა­ნია ტრამ­პი ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ზი­ტის დროს

მე­ლა­ნი­ამ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის სფინ­ქსის წი­ნაც იპო­ზი­ო­რა.

ტრამ­პი ქა­ი­რო­ში ეგ­ვიპ­ტის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ინ­ტი­სარ ამერ ალ სი­სიმ მი­ი­ღო.

ყიფიანის განცხადებების შემდეგ მმართველი გუნდი ზაზა ოქუაშვილის დაკითხვას ითხოვს

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომ ბიზნესზე ზექოლასთან დაკავშირებით საუბრის ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სცენარის მიხედვით დაიგეგმა და გაკეთდა, მმართველი გუნდის წევრები ზაზა ოქუაშვილი დაკითხვას მოითხოვენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რას ისახავდა მიზნად ფარული ჩანაწერების გავრცელება.

„რეალურად საქმე გვაქვს დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში. ახლა უკვე უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი, ბოლომდე უნდა მოხდეს გამოძიება იმ საკითხების, რაზეც მოვისმინეთ ბრალდებები, მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები სხვადასხვა ჩანაწერის გამოქვეყნებით,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ეკა ბესელიას თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრის კომენტარმა მანამდე გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსი თავდაყირა დააყენა.

„ჩემი პასუხი ახლა არის კითხვაში გადაზრდილი პირიქით კონტრბრალდება, თუ ეს ყველაფერი, რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს იმ ვერსიას, რასაც საზოგადოებას სთავაზობდა და აიძულებდა, რომ ეს ვერსია დაეჯერებინა საზოგადოებას „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ამაზე გაგვცენ პასუხი,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

“ქრონოგრაფი” – საათებისა და სამკაულების Luxury კატეგორიის მაღაზია ქალაქის შუაგულში!

“ქრონოგრაფი” დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ხელსაწყოა, ასე ვთქვათ, “დრომწერი”. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის პირველ სართულზე ამავე სახელწოდების მაღაზია გაიხსნა, სადაც ლუქს კატეგორიის ბრენდების საათები, სამკაულები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი. დღესდღეობით, “ქრონოგრაფი” არაერთ Premium და Luxury ტიპის ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის: Chopard, JaegerLeCoultre, BREITLING და სხვა. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, ვისაც განსაკუთრებული სამკაულის საყიდლად საზღვარგარეთ წასვლა აღარ სჭირდება, “ქრონოგრაფში” უფრო ფართო სეგმენტსაც შეუძლია სასურველი აქსესუარის არჩევა ხელმისაწვდომ ფასად. რა სიახლეები აქვს “ქრონოგრაფს” და რა სირთულებთან არის დაკავშირებული Luxury ტიპის მაღაზიის საკომუნიკაციო სტრატეგია, კომპანიის გენერალური მენეჯერისგან, თამარ გელაშვილისგან, შევიტყვეთ.

M: ძალიან პატარა ხომ არ არის ქართული ბაზარი luxury კატეგორიის საათებისა და სამკაულისთვის?

2012 წელს, როდესაც ქრონოგრაფი გაიხსნა საქართველოში, სიტუაცია ბაზარზე ბევრად განსხვავებული იყო. 6 წლის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნები, სტანდარტები, დამოკიდებულება – ყველაფერი შეიცვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარი მზარდია. ჩვენი სტუმრების ძირითად ნაწილს სწორედ ქართველები წარმოადგენენ.

საქართველოს ბაზარი Luxury ბრენდებისთვის საკმაოდ საიტერესოა. ქართველ ხალხს ძალიან კარგი გემოვნება აქვს, თუ ადრე მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლებოდა ასეთი ნივთების შეძენა, დღეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასად, თბილისის შუაგულში, მომხმარებელს იმავე სურვილების ასრულება შეუძლია. Luxury ბაზრის განვითარებას, ზოგადად, ისიც უწყობს ხელს, რომ ტურიზმი ვითარდება საქართველოში და წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას.

M: მეორე მხრივ, რა სირთულეებს მოიცავს შესაბამის სეგმენტთან სწორი კომუნიკაცია?

შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მთელი ხელოვნება. რამდენადაც “ქრონოგრაფი”, როგორც ბრენდი, კომპლექსური და ექსკლუზიურია. კომუნიკაციის ხასიათიც ბრენდის ხასიათს იმეორებს. ყველა სტუმარს ინდივიდუალურად ვემსახურებით და მათზე მორგებულ სერვისს ვქმნით. აქ ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს. ყველა სიტყვას, გაგზავნილ წერილს, მილოცვას. სეგმენტი არ არის ძალიან დიდი, შესაბამისად, ყველაზე დიდ რესურსს იმაში ვხარჯავთ, რომ თითოეულ სტუმართან ინდივიდუალური კომუნიკაცია გვქონდეს.

აქ ბევრი წესია, ბევრი “გაიდლაინი”, რადგან “ქრონოგრაფი” აერთიანებს 25-მდე წამყვან მსოფლიო ბრენდს, საათებისა და სამკაულების კატეგორიაში. თითოეულ ბრენდს თავისი ხასიათი და საკომუნიკაციო არხები აქვს.

M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობისთვის?

ამ მხრივ, ძალიან კარგი სიახლეები გვექნება 2019 წლიდან, აქტიურად ვემზადებით, რომ “ქრონოგრაფის”, როგორც ბრენდის “ცნობადობა” გაიზარდოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქალაქის შუაგულში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე მდებარე Luxury ბუწიკის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს სწორი და უფრო ღრმა წარმოდგენა შევუქმნათ.

დღეს, მომხმარებლის გონებაში ბრენდი პოზიციონირდება მაღაზიად, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, სინამდვილეში, ჩვენთან სამკაულის ფასები 100 ლარიდან იწყება, საათის ფასი კი დაახლოებით 1500 ლარიდან. შესაბამისად, გვინდა საკომუნიკაცია არხები განვავითაროთ და მომხმარებელს ინფორმაცია ბევრი საინტერესო კამპანიის განხორციელებით მივაწოდოთ.

M: როგორ ხედავთ, რა გამოარჩევს “ქრონოგრაფს”?

6 წლის მანძილზე, “ქრონოგრაფი” ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისი ინდივიდუალური ხასიათი და იმიჯი. თავიდან ვიყავით მაღაზია, რომელიც მომხმარებელს შვეიცარულ საათებს და ძვირადღირებულ სამკაულებს სთავაზობდა. დღეს ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოში ვანვითარებთ luxury მიმართულებას და ამ სფეროში უამრავ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს.

“ქრონოგრაფში” ადამიანები მოდიან სიახლის გასაგებად. არ არის აუცილებელი რამის ყიდვა გინდოდეს, თუ საათებით ხარ გატაცებული და გინდა გაიგო სიახლეები, გაეცნო ახალ კოლექციებს, გაიგო მექანიკური საათის მუშაობის პრინციპები, ბრენდების ინოვაციები – ქრონოგრაფის გუნდი მუდმივად მზად არის თითოეულ სტუმართან დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენთან მოსვლა უყვართ. ეს ყველაფერი ჩვენი სტუმრების გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ.

M: რომელ ბრენდებს წარმოადგენთ? თუ გაქვთ პროდუქტები, რომლებიც შედარებით დაბალი ღირებულებით იზიდავს მომხმარებელს?

როგორც უკვე აღვნიშნე, “ქრონოგრაფში” წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 25-მდე ბრენდი, საათების, სამკაულებისა და აქსესუარების კატეგორიაში. ჩვენთან შეხვდებით Breguet-ს, რომელიც შვეიცარული საათების კატეგორიაში მსოფლიოში ტოპ სამეულში შედის.

Chopard – ქრონოგრაფში წარმოდგენილია Shop in shop კონცეფციით. ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საათების დახვეწილი დიზაინით და რა თქმა უნდა, შვეიცარული მექანიზმით. “შოპარმა” სახელი გაითქვა მოცურავე ბრილიანტებით. ჩვენთან “შოპარის” ბრენდის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი, როგორც საათები, ასევე სამკაულები და აქსესუარები.

JLC – (Jaeger-LeCoultre) Polaris automatic collection – რომელიც პირველად ჩამოვიდა ამიერკავკასიაში და ეს მართლაც დიდი მოვლენაა საათის მოყვარული ადამიანებისთვის. ეს ბრენდის უახლესი კოლექციაა, რომელიც 2018 წელს ჩატარებულ ბეზელის ღონისძიებაზე  წარადგინა.

ვცდილობთ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების სურვილებს და მოთხოვნებს ვუპასუხოთ თანამედროვე ბრენდებითა და მათი უახლესი კოლექციებით.

“ქრონოგრაფის” პორტფოლიო იცვლება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად.

მაკდონალდს საქართველოს ოპერირებამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

მაკდონალდს საქართველომ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. მიღებული შედეგი სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალი აღმოჩნდა. საქართველო ისეთი დიდი მარკეტების შემდეგ, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია, ერთ-ერთი პირველი გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „მომავლის გამოცდილების სტანდარტების კონტროლისთვის, საქართველოში ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმის და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, მაკდონალდს საქართველოზე გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის სერტიფიკატი. სხვადასხვა სახის ტესტირებას სპეციალისტები მაკდონალდსის რესტორნებში სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ. მათ თავის თავზე გამოსცადეს საქართველოში დანერგილი მომავლის რესტორნის მომსახურების პლატფორმა.

ახალი ინოვაციური სერვისი – „Experience of the future“ გახლავთ სტანდარტები  რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის სერვისის და ინოვაციების დაგეგმვას. ეს არის მომავლის გამოცდილება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს.

„საქართველო გახლავთ პირველი პატარა ქვეყანა რომელმაც სერტიფიცირება გაიარა  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვამაყობთ, რომ სერვისი რომელიც ამ ეტაპზე ინერგება ევროპასა და ამერიკაში, საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მაკდონალდს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი დონის სერვისი და ინოვაციური გარემო. ჩვენ მუდამ ვცდილობთ უფრო სასიამოვნო და სასურველი გავხადოთ მომხმარებლის სტუმრობა“ – აცხადებენ მაკდონალდსში.

„მომავლის გამოცდილების“ პლატფორმის შემავალი ნაწილია სტუმართმოყვარეობის ლუდერი, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან მომხმარებლებს ღიმილით ესალმება, ბავშვებს ჩუქნის ბუშტებს, სტუმარს უთითებს კიოსკისკენ და აწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე აღსანიშნავია შესაკვეთი კიოსკი, რომელიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. ყველაზე უახლესი მომსახურება, რომელიც მაკდონალდსმა 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს, არის  მაგიდასთან მომსახურების სერვისი (Table service), მისი მეშვეობით სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ.

 

მაკდონალდს საქართველომ მომავლის გამოცდილების პლატფორმისთვის მზადება 2017 წლის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე საქართველოს 7 რესტორანში დანერგა. კომპანია 2019 წლისთვის სერთიფიცირების პროცესის გავლას ყველა რესტორანში გეგმავს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა”, II მიკრორაიონების, მეტრო “ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის, სამასი არაგველის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, კანდელაკის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, ბენდელიანის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ასევე, საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, სოღანლუღის, ხონელის, ხარფუხის და ტაბახმელას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, მანჯგალაძის, გრიგოლ აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წლის რომელ პერიოდში მუშაობს ტვინი ყველაზე კარგად

ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრისა და კოგნიტიური ნევროლოგიის ცენტრის მეცნიერებმა აშშ-ის, კანადისა და საფრანგეთის 70 წელს გადაცილებული 3500 ადამიანის მონაცემი გამოიკვლიეს. მოხალისეთა ნაწილს ჰქონდა ალცჰაიმერის დაავადება, დანარჩენები ჯანმრთელები იყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ტვინი ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში ყველაზე კარგად მუშაობს, ყველაზე ცუდად კი ზამთარსა და გაზაფხულზე ფუნქციონირებს. თუ კოგნიტიურ უნარებს დაბერების პროცესთან მიმართებაში განვიხილავთ, ეს დამატებითი 5 წელია. ამასთან „დემენციის“ ან „ზომიერი კოგნიტიური დარღვევის“ დიაგნოზის დასმის ალბათობა წლის ცივ პერიოდში 31% მაღალია, ვიდრე თბილში.

გამოვლენილ ცვლილებებს უკავშირებენ რამოდენიმე ფაქტორის ეფექტს. მაგრამ ყველა

ეს ფაქტორი მოქმედებს ჰორმონულ დონესა და სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციაზე. მაგალითად, ტვინისთვის სასარგებლოა ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში სითბოსა და განათების მაღალი დონის თანხვედრა. გარდა ამისა, წლის თბილ პერიოდში ადამიანები უფრო აქტიურები არიან, მეტ ხილსა და ბოსტნეულს მოიხმარენ და უკეთესად სძინავთ. აქ ასევე გარკვეულ როლს ასრულებს.

ანუკი არეშიძის უახლესი კადრები პარიზიდან

ცნობილი ქართველი დიზაინერი – ანუკი არეშიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის დედა გახდა, ამჟამად პარიზში იმყოფება და სოციალური ქსელების გამომწერებს აქტიურად უზიარებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ არაჩვეულებრივ კადრებს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, დიზაინერი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

ცოტა ხნის წინ, მეუღლე და ახალშობილი პატარა კახა კალაძემაც ინახულა, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ახერხებს დრო ოჯახსაც დაუთმოს.

ანუკი რამდენიმე ფოტოზე ახალშობილ – ნიკოლასთან ერთადაც ფიგურირებს.

ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი – შარლ აზნავური გარდაიცვალა

შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანი, ცნობილი როგორც შარლ აზნავური, სომხური  წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი გახლდათ, რომელიც  გუშინ, პირველ ოქტომბერს გარდაიცვალა.

შარლ აზნავური 1924 წელს პარიზში დაიბადა და მას 80 ქვეყანაში 180 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული.

აღსანიშნავია, რომ შარლი  სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდა.

შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა.

გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.

შარლი უამრავი ჯილდოს მფლობელი გახლდათ და მან 1995 წელს ფრანგული აკადემიის უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მომღერალი სამჯერ იყო დაქორწინებული და მას ექვსი შვილი დარჩა.

მომღერალი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონში – პროვანსში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი. მისი სახით თანამედროვე მუსიკალურმა სამყარომ უდიდესი ხელოვანი დაკარგა.

Apple-მა აიფონის ახალი მოდელები წარმოადგინა

12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა, თითოეული მათგანი iPhone X-ის მსგავსად,  „უჩარჩოო“ ეკრანითა და ზედა ზოლითაა წარმოდგენილი, რომელშიც დამალულია Face ID  და ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სენსორით აღარ ფუნქციონირებს.

ახალი მოდელები, ერთგვარად, iPhone X-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და  ძალიან სწრაფი პროცესორით გამოირჩევა. ეკრანი კვლავინდებურად 5,8 დუიმის ზომისაა, თუმცა ახალ ვერსიას  „ოქროს“ კორპუსი გააჩნია და  512 გიგაბაიტის რაოდენობის მეხსიერება აქვს.

ახალი მოდელების საქართველოში შეძენა 23 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, უკვე დაწყებულია წინასწარი შეკვეთების მიღებაც.

სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო ფოტოგრაფიით გატაცებულთათვის იქნება, ვინაიდან უკვე გავრცელდა ახალი მოდელებით გადაღებული შთამბეჭდავი კადრებიც, რომლებიც ახალი მოდელების კამერის განსაკუთრებულ ფუნქციებზე მეტყველებს.

Apple-მა Watch Series 4-იც გამოუშა, რომლის ეკრანიც ძველ ვერსიაზე ოდნავ დიდია, თუმცა კორპუსის ზომა ფაქტობრივად იგივეა, მისი ფასი 400 დოლარიდან იწყება.

კესარია აბრამიძე „მის ტრანს ვარსკვლავზე“ ქართული ნაციონალური სამოსით წარსდგება

წელს საქართველოს ,,მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის საერთაშორისო კონკურსზე  კესარია აბრამიძე წარადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და კესარია საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის უკვე ემზადება.

კესარიამ სამზადისის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში უკვე გაავრცელა.

კადრებიდან კარგად ჩანს, რომ მან რამდენიმე ქართული ნაციონალური კაბა მოირგო.

„ჩიხტიკოპი ცოტა ადრე უნდა დავბადებულიყავი მგონი ისე მომწონს“ – დაურთო ერთ-ერთ ფოტოს კონკურსანტმა.

აღსანიშნავია, რომ Miss Trans Star International ტრანსგენდერი ქალების სილამაზის კონკურსია, რომელმაც 2010 წელს აიღო სტარტი და მისი პირველი გამარჯვებული შვეიცარიელი კონკურსანტი გახდა.

1 2