პოლიციამ საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. » Read more

მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიციამ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება. » Read more

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის მცდელობის  ფაქტზე 20  წლის ბიჭი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

წყარო

მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. » Read more

ნეაპოლში, წიგნის მაღაზიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში, წიგნის მაღაზიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

20 აგვისტოს, ნეაპოლში, ხიაიას უბანში, წიგნის მაღაზიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით 43 წლის როინ ედიბერიძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის რამდენიმე მოპარული ე. » Read more

სისხლიანი გარჩევა ვორონცოვზე – დაჭრილია მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა ვორონცოვზე - დაჭრილია მამაკაცი

გუშინ გვიან ღამით ვორონცოვზე, წმინდა ნინოს ეკლესიის მიმდებარედ საქმის გარჩევა სროლით და ადამიანის დაჭრით დასრულდა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. » Read more

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის – 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ – 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა – მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან – პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა.
გამოძიება ავტომანქანის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო

სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

წყარო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინის” შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები – კახი კ. და გია მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

წყარო

1 2 3 4 64