ბოდოჯის სასახლის ნანგრევები

თიანეთის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის – ბოდოჯის სასახლის ნანგრევები. ბოდოჯის სასახლე ეკოთვნოდა კახეთის მეფე კვირიკე III-ს. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ბაგრატ IV–მ დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის დარბაზი. ამჟამად შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.

ბოდოჯის სასახლის ნანგრევები

წყარო

თიანეთი

ერწო-თიანეთი მდებარეობს მდ. ივრის ხეობის ზემოწელზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთაგორიან რეგიონს მიეკუთვნება. მას დასავლეთიდან და ნაწილობრივ ჩრდილოეთიდან დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით კი – ახმეტის მუნიციპალიტეტი.

ერწო-თიანეთს აქვს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი, მას მხოლოდ სამხრეთ ნაწილში უკავია ვაკეების მცირე ფართობები, კერძოდ, ესენია: ერწო-თიანეთისა და სიონის ვაკეები, რომლებიც ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ.

თიანეთი

თიანეთის ტერიტორია საშუალ-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი ჩადაბლებებს. ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ძველ მყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.

დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალმთიანი ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედზე მდებარე სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია: სასვავეთავი (2780 მ), ელიასნიში (2265 მ), ჩარგლისთავი (2767 მ), შაშური (2112 მ), ხეობა (1492 მ) და სხვა.

გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ფუტკარული (2300 მ), რომელიც აკავშირებს არაგვისა და ივრის ხეობებს.

თიანეთი

ქართლის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში ძირითადად მონაწილეობენ ცარცული ნალექები. გვხვდება ასევე იურული და პალეოგენური ნალექები. ქედი ატარებს ძველი გამყინვარების ნიშნებს – ცირკებს, კარებს და სხვ., რაც მოწმობს იმაზე, რომ წარსულში ქედმა გამყინვარება განიცადა. ქართლის ქედი მის სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული ჰიფსომეტრიული ნიშნულებით ხასიათდება. მაგ.: ჩრდილოეთით მდებარე მწვერალები სიმაღლეში 3000 მ-ს სჭარბობენ, სამხრეთის მონაკვეთის მთები კი 1400 მ-მდე დაბლდებიან. ჩრდილოეთით მდებარე ჭიჩოსმთასა და სამხრეთით მდებარე მთა დოლოშას შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის 1666 მ-ს. ქართლის ქედი მეტ-ნაკლებადაა დანაწევრებული ხევ-ხეობებით. მისი კალთებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს მ.შ. აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, წირდალისხევი, ჩარგლულა და სხვა.

თიანეთის მთავარი მდინარე იორია, იგი სათავეს 2800 მეტრის სიმაღლიდან ბორბალოს მთიდან იღებს, მისი შენაკადებია: მდ. ხაშრულა, საგამი, ქუსნო და სხვა მდინარეები. იორი და მისი შენაკადები თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ.

წყარო

თიანეთის ისტორია

თიანეთი უძველესი და დიდი ისტორიის მქონე რაიონი რომ არის, ამას ივრის ხეობაში არსებული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლები მოწმობს. შედარებით ადრინდელი ძეგლებიდან შეიძლება გამოიყოს სიონის და ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკები, რომლებიც შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ.

სიონის ეკლესია ქართული არქიტექტურის განვითარების ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება; ჟალეთის ბაზილიკა, რომელიც თბილისიდან თიანეთში მომავალი გზის ახლოს მდებარეობს, ისტორიკოსების აზრით, IX საუკუნეშია აგებული.

თიანეთის ისტორია

სოფელ ნადოკრასთან მდებარეობს მეფე არჩილ მეორის მიერ აგებული მონასტერი, რომელიც ისტორიაში ცნობილია წამებული მეფის სახელით: იგი არაბებმა აწამეს და თავი მოჰკვეთეს იმისათვის, რომ საკუთარ სარწმუნოებას და ეროვნებას არ უღალატა. მაშინდელმა ქართველმა მამულიშვილებმა მოიპარეს გმირი მეფის გვამი და სოფ. ნადოკრაში, არჩილისავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. ეს ეკლესია დათარიღებულია VIII საუკუნით.

X საუკუნეს მიეკუთვნება ცხრაკარას ისტორიულ ნაგებობათა ნაშთები. როდესაც საქართველოს სამეფო სამთავრობოდ დაიყო, „ცხრაკარა“, იგივე „ბოდოჯის ციხე“, მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა. იგი ცნობილი იყო კახთა მეფის სასახლედ, „ბოდოჯის სასახლედ“, რომელიც კახთა მეფეს _ კვირიკე III-ს აუშენებია X საუკუნეში.

თიანეთის ისტორია

სოფ. ჯიჯეთში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ადრეული ხანის ისტორიული ძეგლი _ ციხე-ქალაქის ნაშთი, რომლის ანსამბლი ვერხველის ხეობაზეც ვრცელდება. იგი თავისი არქიტექტურული სტილით ანტიკური ხანის ნიშნებსაც ამჟღავნებს. ამ მიდამოებში ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და წარმართული რელიგიური კულტის გამოსახულება, რომელიც ამჟამად თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

სოფ. დულუზაურების მახლობლად, მდ. ივრის მარცხენა სანაპიროზე შემორჩენილია ციხის ნაშთები „არხალის ციხის“ სახელწოდებით, რომელიც განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.

სოფ. არტანში, ყოფილ სოფელ ოჩანის მიდამოებში, დიდი თავდაცვითი ნაგებობის _ „ოჩანის ციხის“ ნაშთებია შემორჩენილი, რომელიც ძნელბედობის დროს საიმედო თავდაცვითი საშუალება ყოფილა კახთა მეფეთათვის.

თიანეთის ისტორია

აღსანიშნავია მეფე ლაშა-გიორგის ურთიერთობა ერწო-თიანეთთან, ამას ადასტურებს ვ. ბატონიშვილის სარწმუნო ცნობა: „აქ ფშავს შინა არს ეკლესია მეფის ლაშასგან აღშენებული, რომელის შინა არის მრავალნი ხატნი ჯუარნი ოქრო ვერცხლისანი, ჭურჭელნი წიგნნი და უწოდებენ ლაშარის ჯუარსა და აქუთ სასოება მათ ზედა ფრიად, რამეთუ ვერცა ფშავი და ვერცა ხევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ან ვერცხლი ვერარად იხმარებს თავისად., არამედ მიუძღვნის ლაშარის ჯუარსა“. როგორც ამ ნათქვამიდან ჩანს, ფშავ-ხევსურები ლაშას მიერ აშენებულ ეკლესიას დიდი პატივისცემით ეპყრობიან, რადგან ლაშა-გიორგი მათი მფარველიც იყო გასაჭირის დროს. მადლიერმა ხალხმა თავის რელიგიურ მთავარ დღესასწაულს, მიძღვნილს წმინდა გიორგისადმი, მეფე ლაშა-გიორგის პატივსაცემად „ლაშარობა“ უწოდა, რომელიც დღემდე აღინიშნება და სახალხო დღესასწაულად ითვლება.

საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ ლაშა გიორგის მეუღლე დედოფალი სუსანა, რომელსაც არ ცნობდნენ მეფის კანონიერ მეუღლედ, ნამდვილად თიანეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ლაშარის ჯვარია.

წყარო

აბუდელაურის ტბა

მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.

დამატებითი ინფორმაცია: აბუდელაურის ტბა მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ,თითქმის ჭიუხების ძირში.

აბუდელაურის ტბა

ამ ტბაში შეაფარა თავი ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა (?!) დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამოვლა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.
ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.

იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა.

აბუდელაურის ტბა

პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია.

მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის.

აბუდელაურის ტბა

მესამეჯერ კი ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო.

მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია.

წყარო

ხევსურული კოშკი

ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა.

ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წამოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. კოშკის საძირკველში სიმტკიცის ნიშნად იცოდნენ მუხის კუნძის ან რკინის ნაჭრის ჩატანება. ცოდნიათ ხელოვნური დამცავზღუდიანი (ფლისკინა, ანუ ბირქი) თხრილიანი კოშკების მშენებლობაც (სამხარაულების კოშკები ქუდნისლაზე).

ხევსურული კოშკი

XVII-დან, ფშავ-ხევსურეთში არაგვის ერისთავთა ლაშქრობის შემდეგ, კოშკური კულტურა დაქვეითებას განიცდის და იცვლება ქვითკირული და ტერასულ-კალოიანი სახლებით.
ქვის მშრალი წყობით შენდებოდა ხევსურული სახლი, რომელიშიც შიგა ტიხრები გამოწნული და თიხით შელესილი იყო. შიგნიდან ქვის კედლებსაც თიხაში აზელილი ჩალითა და თხის ბალნით ლესავდნენ.

პირველი სართულის შესასვლელი წარმოადგენდა “ქარიპანის”, სადაც ზაფხულობით საქონელს აბამდნენ. აქვე ალაგებდნენ ქურთს. ქარიპანიდან ჯერ საძროხეში (სახოზდაგე; სახვასტაგე) იყო შესასვლელი, შემდეგ “ნაწვლის კარით” ოჯახის ძირითად სამყოფო ოთახში იყო გასასვლელი. მაგრამ ამ შესასვლელ-გასასვლელით მხოლოდ ქალები სარგებლობდნენ. მამაკაცები მეორე სართულიდან, ჭერხოდან ჩადგმული კიბით ჩადიოდნენ სამყოფში. (40-იანი წლებიდან სამყოფში პირველი სართულიდან შესასვლელი ცალკე კარები გამოიღეს)

სახლის პირველი სართული, სამყოფი და საძროხე, ერთმანეთისგან ტიხრით იყოფოდა. თავდაპირველად ტიხარი ნახევრამდე იყო ამოყვანილი. მოგვიანებით იგი ჭერამდე ასწიეს და ზოგმა ქვის კედელი ამოაშენა წნელის ტიხრის ნაცვლად. იმდენად შეგუებულები იყვნენ ხევსურები საქონლის გვერდით ყოფნას, რომ ამბობდნენ: “საქონის ცოხნის ხმა თუ არ მესმის, ვერ ვიძინებ“-ო. საძროხე დაზღვავებული იყო ქვის ბრტყელი სიპებითა და მუხის პლახით, ხოლო სამყოფოში დატკეპნილი მიწის “ქაზდარი” იყო.

ხევსურული კოშკი

“სამყოფოს” შუაგულს წამოადგენდა კერა (ყვერფ-კერა), რომელის თავზე, ჭერში, დატოვებული იყო ღიობი კვამლის გასასვლელად, საიდანაც სინათლეც შემოდიოდა. იქვე, ასაყარზე გადებულ ხეზე, ჩამოკიდებული იყო საკიდელი. ასაყარზე გაკეთებულ კავებზე ეკიდა შებოლილი ცხოველის ძვლები და მრგვალად გამოკრული ქონ-დუმა.

ოთახის დასავლეთ მხარეს, კედლის გასწვრივ იდგა გრძელი, ორნამენტირებული სამამაცო სკამი და ოთახის ნაწილსაც “სამამაცო” ერქვა. სამამაცო სკამზე მხოლოდ მამაკაცები სხდებოდნენ დამსახურებისა და ასაკის მიხედვით. დიასახლისი მათ გრძელ, ასევე ორნამენტირებულ ტაბლას გადმოუდგამდა. ტაბლის მეორე მხარეს არ სხებოდნენ. სამამაცო სკამის ასწვრივ, ჭერში გადებულ ფიცარზე და ქირჭოებზე (საკიდებზე), განლაგებული იყო მამაკაცის საომარი, სახელოსნო იარაღები და ნივთები.

სამამაცოს მოპირდაპირე კედელთან იყო “სადიაცო” მხარე, სადაც იდგა სადიაცო სკამი, კარადა ან გოდორი ჯამ-ჭურჭლისთვის, ტაბლა, ვარცლი, ტაგრუცი და ა.შ.

კერიდან ყველა მხარეს არადაბაგზე-კედლის გაყოლებაზე გადებული იყო ქანდარა, რომელზედაც ეკიდა ტალავარი ფლას-ფარდაგი, საგებ-სახურავი. კერიდან წინა მხარეს, ყურეში, დგამდნენ სანთებს, ჩირაღს და სხვადასხვა ნივთებსა და ჭურჭელს. სამყოფოსგან გადაკედლილი იყო აგრეთვე რძისა და რძის ნაწარმის შესანახი ადგილი, რომელსაც “სენე” ერქვა.

სამყოფო მეორე სართულს – ჭერხოს კიბით უკავშირდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე საქონლისათვის საკვების ჩასაყრელად.

სამყოფო ოთახს სინათლის შესასვლელად კედლებში დატანებული ჰქონდა ვიწრო შუკუმები. ისინი ისე იყო დატანებული კედლებში, რომ მზის საკულტო ერთგვარ ობსერვატორიას წარმოადგენდა. შუკუმიდან შემოსული მზის სხივით ადგენდნენ დღე-ღამის კლება-მატებას. 30-იანი წლებიდან ხევსურული სახლის ფასადზე ვიწრო შუკუმის ნაცვლად ჩნდება შედარებით დიდი ფანჯარა, რომელშიც გისოსებად ქართული თოფის ლულებს სვამდნენ. “როდესაც სოფელ ახიელაში თათია ბალიაურს თავისი ქვითკირისთვის ვიწრო შუკუმების ნაცვლად ფართო ფანჯრები გამოუჭრია, სტუმრად მყოფ მეგობარ ქისტს უთქვამს: ეგ ვერ ჰქენი თათიავ კარგად, საიდანაც გინდა, იქიდან დაგკრავს თოფს მტერიო.” (თ.ოჩიაური)

მამაკაცები ჭერხოში იძინებდნენ ჩალაგებულ ტახტებსა და ლაჭნებში. ზედ გუდანურებს იფარებდნენ.

ჭერხოში იყო აგრეთვე საოჯახო ინვენტარის და მარცვლეულის შესანახი გოდრები, კიდობნები, ტაგრუცები, ხოკრები, თიკრუნები და სხვა სახის ნივთები. ცალ მხარეს საქონლის საკვებ თივა-ჩალას აწყობდნენ.

ჭერხო და ყოველი ღია ტერასა გადახურული იყო ბანით. ძირითადად ბანზე, სადაც პურს აკალოვებდნენ, დაშენებული იყო მაღალბანიანი კალო, სადაც ძნას ლეწავდნენ.

ბანი ძნელად მოსავლელი იყო. იგი წამოადგენდა ხის კოჭებზე განლაგებულ ჩალისა და ხის წვრილ ტოტებზე დატკეპნილ თიხა-მიწას, რომელსაც ირგვლივ ბრტყელი ქვის სანაპიროები ჰქონდა შემოწყობილი. ბანს რეგულარული ტკეპნა სჭირდებოდა. ამიტომ უთქვამთ ხევსურებზე: ეგენი ის ხალხია, მზეში შინ რო შედიან და წვიმაში გარეთ გამოდიანო. ე.ი წვიმის დროს ბანებს ტკეპნიანო.
ხევსურულ სახლს კიდევ ჰქონდა ტერასულად მიშენებული მცირე ზომის სათავსები წინგარდა და გვერდითა. სახლის ირგვლივ განლაგებული იყო საჩადლი, სანეხვე და სამრელო.

წყარო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ სოფელ სკრაში ჭის წყალს მოტორი გააცხელებდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, მახარაშვილების ოჯახის ჭაში წყალი გაცხელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ოჯახის უფროსი კახა მახარაშვილი „ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ უცნაური მოვლენა 3 დღის წინ დაფიქსირდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნულ ფაქტს ბუნებრივ მოვლენას არ უკავშირებს.

სააგენტოს სპეციალისტს მერაბ ჩალათაშვილს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე თერმული წყლები ჩვენ არასდროს დაგვიფიქსირებია. თუ ოჯახი წყლის ამოსაღებად მოტორს იყენებს, წყლის გაცხელების მიზეზი, სწორედ ის იქნება. შესამოწმებელი იქნება წყლის ამოსაღები სისტემა” – ამბობს მერაბ ჩალათაშვილი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ სოფელ სკრაში ჭის წყალს მოტორი გააცხელებდა

გარემოს ეროვნული სააგენტო არ აპირებს საკითხის შესწავლას, რადგან სახელმწიფოს ასეთი კერძო შემთხვევების კვლევის ჩატარების ვალდებულება და ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაიქირავონ ჰიდროლოგიის სპეციალისტები ან კიდევ ვურჩევ შეამოწმონ, როგორც წეღან აღვნიშნე, წყლის ამოსაღებად გამოყენებული სისტემა” – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ოჯახის უფროსის, კახა მახარაშვილის განცხადებით, ჭა თითქმის 100 წელს ითვლის და ყოველთვის განსაკუთრებულად ცივი წყლით გამოირჩეოდა, აღნიშნული მოვლენის გამო კი, სასმელი წყლის მოტანა სოფლის საუბნო ონკანიდან უწევთ.

წყარო

გორი მზადაა ცხოველები შეიფაროს

გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ გორი თბილისის გვერდით დგას და მზად არის დახმარებისთვის.

გორი მზადაა ცხოველები შეიფაროს

-„ქალაქ გორის მერიაში, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მობილიზაცია ცხადდება. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის , რომ მზად ვართ ,,ახალბაღში” შევიფაროთ და მოვუაროთ რამოდენიმე ცხოველს. ასევე მზად ვართ ტანსაცმლით და საკვებით დავეხმაროთ დაზარალებულ მოქალაქეებს. დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდი“-წერს ტლაშაძე.

გორი<">წყარო

1 63 64 65