იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა — იტალიური მედია

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა - იტალიური მედია

საქართველოს მოქალაქემ იტალიის ქალაქ ტრიესტეში მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა. იტალიური მედიის ცნობით 42 წლის ბ.გ-მ მაღაზიიიდან 330 ევროს ღირებულების ბავშვის ტანსაცმელი მოიპარა. როდესაც მისი ქმედებები მაღაზიის პერსონალმა დაინახა და მისი შეჩერება სცადეს, მამაკაცმა ეტლი დააგდო და თავად ბავშვთან ერთად გაქცევა სცადა. მამაკაცი ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეაჩერა.

იტალიური მედიის ცნობით, მცირეწლოვანი თავს კარგად გრძნობს, ის დედას გადასცეს, თავად მამაკაცი კი კორონეოს ციხეშია გადაყვანილი.

წყარო